ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა გამოცხადდეს და 2010 წლის 1 თებერვლამდე დასრულდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაცია .

2.რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად . საქსტატი შექმნილად ჩაითვლება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და საქსტატის დებულების დამტკიცების მომენტიდან .

3.რეორგანიზაციის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამტკიცებს საქსტატის დებულებას .

4.საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს საქსტატს საბჭოს პირველი შემადგენლობის დანიშვნამდე .

5.ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს , რომელთა წარდგენა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ამ კანონის მე -12 მუხლის შესაბამისად .

6.საქსტატი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3730³10121570122838844911830
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შემოსავლების სამსახური…ოფიციალური სტატისტიკის…ტრანსპორტის სფეროს მარ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო აუდიტის სამ…