Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასაქონლო ნიშნების შესახებმუხლი 45

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 45. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის დავებიIP სტრატეგიასავაჭრო ნიშნის ძიებაIP მონეტიზაციაბრენდის დაცვაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.

2.სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

3.სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ანდა გამოიყენებოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4.განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.

5.სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

6.ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი სასაქონლო ნიშნის მართლზომიერად გამოყენებით.

7.ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა.

8.ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, გამოყენებული  სასაქონლო ნიშნის იდენტურობა ან დაცულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსების ხარისხი, საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეპუტაცია, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1922 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

რედაქციების შედარება

1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი. თავი VIII . გარდამავალი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 იან. 2018
წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 45¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (მუხლი 196)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრეიდმარკის გაყალბება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლების დარღვევის სარჩელი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-12-12 · №12

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-01-11
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 6განსაკუთრებული უფლება
  • 7განსაკუთრებული უფლების ფარგლები
  • 26სალიცენზიო ხელშეკრულება

დიზაინის შესახებ

  • 30¹დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1102სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 68⁵პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა
  • 68⁴(ამოღებულია)

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 8შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁸ინფორმაციის მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁵68⁴6726158363²⁸110230¹25845
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საპატენტო …ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024