კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37³. კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობის დასადგენად, ეროვნული ბანკი აღრიცხავს კომერციული ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება. დამოუკიდებელი შეფასების არარსებობა ხელს არ უშლის ეროვნულ ბანკს, მიიღოს ამ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აღრიცხვასთან ერთად კომერციული ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად, აგრეთვე ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრავად ხორციელდება კომერციული ბანკის აქტივების, მათ შორის, აქტივებზე დარიცხული ზარალისა და ვალდებულებების, შეფასება (სრულყოფილი შეფასება). შეფასების რამდენიმე მეთოდის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება ის მეთოდი, რომლის შედეგადაც შეფასების ყველაზე ნაკლები ღირებულება მიიღება (კონსერვატიული მიდგომა).

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება აგრეთვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელები (აქციონერები) და ამ კანონის 37 12 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული შეფასება არ გამოიყენება იმ კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრავად, რომელიც შეიძლება გაიცეს აქციონერებზე ან/და კრედიტორებზე, თუ ამ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი ნიშნავს დამოუკიდებელ შემფასებელს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება, თუ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება შეუძლებელია შესაბამის გარემოებათა გამო, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას საფრთხე ემუქრება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი, მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები შუალედური შეფასების საფუძველზე. თუ შუალედური შეფასება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნით ხორციელდება, ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს დამატებითი დანაკარგების რეზერვი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეფასების, მათ შორის, შუალედური შეფასების, განხორციელების შემდეგ ეროვნული ბანკი ვალდებულია შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებელი შეფასების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დამატებითი სარეზოლუციო უფლებამოსილებები, მათ შორის, გაზარდოს კომერციული ბანკის აქციონერთა და კრედიტორთა მიერ მისაღები ზარალის ოდენობა, აღადგინოს ჩამოწერილ მოთხოვნათა ნაწილი, დამატებით განახორციელოს აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემა ან დაიბრუნოს მანამდე გადაცემული აქტივები ან/და ვალდებულებები, გაზარდოს ან შეამციროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც გადახდილ იქნა აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ინსტრუმენტის გამოყენებისას ან დროებითი ბანკის გასხვისებისას.

6.ეროვნული ბანკი ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გასათვალისწინებელ კონსერვატიულ დათქმებს და დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება სარეზოლუციო ინსტრუმენტის ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 მარ. 1996 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3437¹²37¹⁰37¹¹37⁴3337⁹55¹6855²55³93181037³
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…მიკრობანკების საქმიანო…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა