Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 50

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:რეგულატორული ადვოკატირებარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაკრიპტო M&Aსექტორული შერწყმა-შეძენაფინანსური მომსახურებასაბანკო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის წარმოშობის წყაროების და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს; დ) შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ი) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი; კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი.

2.ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.

3.ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4468 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 1 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 49¹შემდეგი მუხლი 50¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო კომპანიების შესყიდვა და შერწყმა (M&A)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო M&A1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
  • 48ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება
  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 27საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები
  • 3მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 27ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
279¹310¹494852⁴427832332750
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…მიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026