Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 49¹

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 49¹. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №66 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობარეგულატორული ადვოკატირებაპრივატ ბანკინგისაბანკო სასამართლო დავებირისკების მართვაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

2.საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბანკო ჯგუფი, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად; ბ) სრულად მიუწვდებოდეს ხელი საბანკო ჯგუფის თითოეული წევრის სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემებსა და დოკუმენტებზე; გ) შეაფასოს საბანკო ჯგუფის რისკების პროფილი, რისკების მართვის ჩარჩო და საბანკო ჯგუფის შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა. შეფასების ფარგლებში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ჯგუფის წევრისგან, აგრეთვე საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს და მიიღოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საბანკო ჯგუფის და საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული სხვა პირის შესახებ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად, მათგან მომდინარე რისკების და საბანკო ჯგუფზე მათი გავლენის შეფასების მიზნით; დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის, მიკრობანკის მფლობელობის სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ან/და საბანკო ჯგუფის ერთი წევრის ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს: ე.ა) მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები; ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაბამისი მოთხოვნები; ე.დ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა; ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ზ) ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.თ) ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები; ე.ი) სხვა, დამატებითი მოთხოვნები.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკს, მიკრობანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი მითითებები.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი.

რედაქციების შედარება

1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა. [ 1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] 2. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბანკო ჯგუფი, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად; ბ) სრულად მიუწვდებოდეს ხელი საბანკო ჯგუფის თითოეული წევრის სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემებსა და დოკუმენტებზე; გ) შეაფასოს საბანკო ჯგუფის რისკების პროფილი, რისკების მართვის ჩარჩო და საბანკო ჯგუფის შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა. შეფასების ფარგლებში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ჯგუფის წევრისგან, აგრეთვე საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს და მიიღოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საბანკო ჯგუფის და საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული სხვა პირის შესახებ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად, მათგან მომდინარე რისკების და საბანკო ჯგუფზე მათი გავლენის შეფასების მიზნით; დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ან/და საბანკო ჯგუფის ერთი ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს: ე.ა) მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები; ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაბამისი მოთხოვნები; ე.დ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა; ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ზ) ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.თ) ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები; ე.ი) სხვა, დამატებითი მოთხოვნები. [ დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის, მიკრობანკის მფლობელობის სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ან/და საბანკო ჯგუფის ერთი წევრის ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს: ე.ა) მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები; ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაბამისი მოთხოვნები; ე.დ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა; ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ზ) ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.თ) ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები; ე.ი) სხვა, დამატებითი მოთხოვნები. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი მითითებები. [ 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკს, მიკრობანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი მითითებები. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 50

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბანკო დარღვევების პრეტენზიები8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბაზელის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №66

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა
  • 48ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 27საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება
  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 27ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 19საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 38საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 31საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27314950484219387882322749¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…არასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …მიკრობანკების საქმიანო…ფასიან ქაღალდებად გარდ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026