Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 19

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 19. საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:რეგულატორული ადვოკატირებასაბანკო შესაბამისობააქტივების მართვასაინვესტიციო ანალიზიდაკრედიტების პლატფორმები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, წინასწარი განჭვრეტისა და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

2.ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა მოიცავს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმებას; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენას; დ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას; ე) საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დადგენას; ვ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო წესების დადგენას; ზ) მონაწილეებისთვის დოკუმენტების/ინფორმაციის შედგენისა და მიწოდების მოთხოვნების დადგენას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენას; ი) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის განსაზღვრას; კ) პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებული წარმოების პრინციპებისა და სტანდარტების განსაზღვრას; ლ) მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენას; მ) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის მოთხოვნების დადგენას; ნ) პენსიის პროგრამული გატანის მოთხოვნების დადგენას; ო) პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნების დადგენას; პ) რისკის მართვის ჩარჩოს შეთანხმებას და რისკის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დადგენას.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც საპენსიო ფონდს/აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) უწევს მომსახურებას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი ამ კანონის აღსრულებისთვის საჭიროდ მიიჩნევს; ბ) საპენსიო ფონდს, სპეციალიზებულ დეპოზიტარს, აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) და მათთვის მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); გ) საპენსიო ფონდს, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) მოსთხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით; დ) შეამოწმოს საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასთან, აქტივების მართვასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობისთვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ე) შეამოწმოს საინვესტიციო საქმიანობასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ვ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ზ) ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი წესები და ლიმიტები საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო პორტფელებში ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო ფონდების) ფლობასთან დაკავშირებით; თ) შემოწმების შედეგად საჭიროების გამოვლენის ან/და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; ი) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები; კ) მონაწილის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის 3 1 პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდისთვის დაადგინოს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის დაწესდება გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს იმ ეფექტს, რომელსაც ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვა ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვა ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე; ლ) დაადგინოს ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტითა და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; მ) შეაფასოს საპენსიო ფონდის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებული ხარისხობრივი მახასიათებლები; ნ) შეაფასოს საპენსიო ფონდის წინაშე არსებული და შესაძლო რისკები; ო) შეაფასოს საპენსიო ფონდის მიერ რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის შესაძლებლობები; პ) შეაფასოს საპენსიო ფონდის კომიტეტების შესაბამისი წესდებები და საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტებისთვის მინიმალური სტანდარტი და პროცედურა დაადგინოს; ჟ) შეაფასოს საპენსიო ფონდის დებულება; რ) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს დარღვევის პროპორციული სანქციები, მათ შორის, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს იგი. აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი; ს) საპენსიო ფონდს მოსთხოვოს აუცილებელი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება/დამტკიცება; ტ) საპენსიო ფონდს განუსაზღვროს და მის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი არაფულადი სანქციები თავის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4.ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო ფონდის საქმიანობის ამ კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

5.თუ ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, იგი საპენსიო ფონდს წერილობით აწვდის ამ ინფორმაციას, აგრეთვე საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარისა და ამავე კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიციირების თაობაზე ინფორმაციას.

6.ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1 პროცენტზე მეტი დანაკარგი, რომელიც გამოწვეული არ არის საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, საპენსიო ფონდის ბრალეულობით და რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც საპენსიო ფონდი დროებით ვერ ასრულებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებისა და მოქმედების წესს ადგენს ეროვნული ბანკი.

7.ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის რეგულირებისთვის საჭირო დამატებითი წესები. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, წინასწარი განჭვრეტისა და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. 2. ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა მოიცავს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმებას; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენას; დ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას; ე) საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დადგენას; ვ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო წესების დადგენას; ზ) მონაწილეებისთვის დოკუმენტების/ინფორმაციის შედგენისა და მიწოდების მოთხოვნების დადგენას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენას; ი) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის განსაზღვრას; კ) პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებული წარმოების პრინციპებისა და სტანდარტების განსაზღვრას; ლ) მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენას; მ) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის მოთხოვნების დადგენას; ნ) პენსიის პროგრამული გატანის მოთხოვნების დადგენას; ო) პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნების დადგენას; პ) რისკის მართვის ჩარჩოს შეთანხმებას და რისკის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დადგენას. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც საპენსიო ფონდს/აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) უწევს მომსახურებას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი ამ კანონის აღსრულებისთვის საჭიროდ მიიჩნევს; ბ) საპენსიო ფონდს, სპეციალიზებულ დეპოზიტარს, აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) და მათთვის მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); გ) საპენსიო ფონდს, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) მოსთხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით; დ) შეამოწმოს საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასთან, აქტივების მართვასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობისთვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ე) შეამოწმოს საინვესტიციო საქმიანობასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ვ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ზ) ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი წესები და ლიმიტები საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო პორტფელებში ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო ფონდების) ფლობასთან დაკავშირებით; თ) შემოწმების შედეგად საჭიროების გამოვლენის ან/და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; ი) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები; კ) მონაწილის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის 3 1 პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდისთვის დაადგინოს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის დაწესდება გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს იმ ეფექტს, რომელსაც ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვა ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვა ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე; ლ) დაადგინოს ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტითა და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; მ) შეაფასოს საპენსიო ფონდის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებული ხარისხობრივი მახასიათებლები; ნ) შეაფასოს საპენსიო ფონდის წინაშე არსებული და შესაძლო რისკები; ო) შეაფასოს საპენსიო ფონდის მიერ რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის შესაძლებლობები; პ) შეაფასოს საპენსიო ფონდის კომიტეტების შესაბამისი წესდებები და საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტებისთვის მინიმალური სტანდარტი და პროცედურა დაადგინოს; ჟ) შეაფასოს საპენსიო ფონდის დებულება; რ) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს დარღვევის პროპორციული სანქციები, მათ შორის, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს იგი. აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი; ს) საპენსიო ფონდს მოსთხოვოს აუცილებელი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება/დამტკიცება; ტ) საპენსიო ფონდს განუსაზღვროს და მის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი არაფულადი სანქციები თავის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 4. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო ფონდის საქმიანობის ამ კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 5. თუ ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, იგი საპენსიო ფონდს წერილობით აწვდის ამ ინფორმაციას, აგრეთვე საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარისა და ამავე კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიციირების თაობაზე ინფორმაციას. 6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1 პროცენტზე მეტი დანაკარგი, რომელიც გამოწვეული არ არის საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, საპენსიო ფონდის ბრალეულობით და რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც საპენსიო ფონდი დროებით ვერ ასრულებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებისა და მოქმედების წესს ადგენს ეროვნული ბანკი. 7. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის რეგულირებისთვის საჭირო დამატებითი წესები. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბაზელის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ადმინისტრირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრაუდფანდინგის რეგულაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №13

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 27მუხლი 28¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები
  • 37⁵მონიტორინგის განხორციელება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა
  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა
  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება
  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 27საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

დაზღვევის შესახებ

  • 19სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
271952³52⁴502728¹267837⁵7853381319
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასაბანკო სადეპოზიტო …დაზღვევის შესახებსაინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026