საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 160¹. მომსახურების გაწევა

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: ა) არამატერიალური ქონების გადაცემა; ბ) ქმედებისგან თავის შეკავების ან განსაზღვრული ქმედების/სიტუაციის დაშვების ვალდებულება; გ) მომსახურების გაწევა სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2.ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით; ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულად განიხილება ძირითადი საშუალების (შენობის/ ნაგებობის) რემონტი, საკუთარი ძალებით ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის წილის სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

3.პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.

4.მომსახურების გაწევად არ განიხილება: ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციები; ბ) ფულზე, აგრეთვე კრიპტოგრაფიულ ვალუტაზე (კრიპტოაქტივზე), საკუთრების უფლების გადაცემა.

5.ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დებულებები, ამავე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზეც. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: ა) არამატერიალური ქონების გადაცემა; ბ) ქმედებისგან თავის შეკავების ან განსაზღვრული ქმედების/სიტუაციის დაშვების ვალდებულება; გ) მომსახურების გაწევა სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით; ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულად განიხილება ძირითადი საშუალების (შენობის/ ნაგებობის) რემონტი, საკუთარი ძალებით ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის წილის სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. 3. პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად. 4. მომსახურების გაწევად არ განიხილება: ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციები; ბ) ფულზე, აგრეთვე კრიპტოგრაფიულ ვალუტაზე (კრიპტოაქტივზე), საკუთრების უფლების გადაცემა. 5. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დებულებები, ამავე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზეც. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
155616016316417714162¹1650¹ (…48¹ (…72 (დ…1315⁶160¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ინოვაციების შესახებნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა