1.საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მიწოდების განხორციელების მომენტში, თუ არ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება.
2.თუ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მისი შემძენთან გაგზავნის ან ტრანსპორტირების დაწყების მომენტში.
3.გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის სავაჭრო შუამავლისთვის მიწოდების შემთხვევაში, მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც სავაჭრო შუამავალს დაფუძნებული აქვს თავისი საქმიანობა ან, სადაც მას აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება ამ საქონლის მიწოდება, ხოლო, თუ არ არსებობს საქმიანობის დაფუძნების ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება − ადგილი, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
4.გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის მიწოდებისას, თუ ამას არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-3 ნაწილი, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება მომხმარებლის მიერ ამ საქონლის ფაქტობრივი გამოყენებისა და მოხმარების ადგილი.
5.თუ ფაქტობრივად არ ხორციელდება მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ან ელექტრონერგიის სრულად ან ნაწილობრივ მოხმარება, საქონელი, რომელიც არ იქნა მოხმარებული, მიიჩნევა გამოყენებულად და მოხმარებულად იმ ადგილზე, სადაც მომხმარებელი ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ან აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება საქონლის მიწოდება. თუ არ არსებობს საქმიანობის ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება, მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებული და მოხმარებულია მომხმარებლის მიერ იმ ადგილზე, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მიწოდების განხორციელების მომენტში, თუ არ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება.2. თუ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მისი შემძენთან გაგზავნის ან ტრანსპორტირების დაწყების მომენტში.3. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის სავაჭრო შუამავლისთვის მიწოდების შემთხვევაში, მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც სავაჭრო შუამავალს დაფუძნებული აქვს თავისი საქმიანობა ან, სადაც მას აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება ამ საქონლის მიწოდება, ხოლო, თუ არ არსებობს საქმიანობის დაფუძნების ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება − ადგილი, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.4. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის მიწოდებისას, თუ ამას არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-3 ნაწილი, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება მომხმარებლის მიერ ამ საქონლის ფაქტობრივი გამოყენებისა და მოხმარების ადგილი.5. თუ ფაქტობრივად არ ხორციელდება მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ან ელექტრონერგიის სრულად ან ნაწილობრივ მოხმარება, საქონელი, რომელიც არ იქნა მოხმარებული, მიიჩნევა გამოყენებულად და მოხმარებულად იმ ადგილზე, სადაც მომხმარებელი ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ან აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება საქონლის მიწოდება. თუ არ არსებობს საქმიანობის ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება, მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებული და მოხმარებულია მომხმარებლის მიერ იმ ადგილზე, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №171 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
16 მაი. 2014 – 1 იან. 2017ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
162-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში იმპორტის განხორციელების კრიტერიუმად დაბეგვრის ნაცვლად დადგენილია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევა.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013
162-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი, რომლითაც მთავრობას ენიჭება მე-3 ნაწილისგან გამონაკლისი საქონლის სახეების განსაზღვრის უფლება.
· გამოქვეყნდა 8 აპრ. 2014
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012
162-ე მუხლში თიზ-ის საწარმოს საქონლის მიწოდებისას სხვაობა გამოითვლება საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საბაჟო (და არა სატარიფო) ღირებულებას შორის.
162-ე მუხლის ნაწილში საბაჟო საწყობის უცხოური საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრა დაყოფილია სამ შემთხვევად (იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლების მიხედვით), უკუდაბეგვრის წესით ან იმპორტის თანხიდან გამომდინარე.
162-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც თიზ-ის საწარმოს მიერ ზონაში შეტანილი საქონლის სხვა პირისთვის მიწოდებისას იმპორტის თანხას ზრდის შესყიდვისა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობით.
162-ე მუხლში იმპორტის თანხის ღირებულებითი კრიტერიუმები და საწყობის ცნება საბაჟო ტერმინებზე გადავიდა, 2¹ ნაწილში კი შესწორდა მართლწერა.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011
მე-4 ნაწილში სიტყვა „ითვლება“ ამოღებულია წინადადების ბოლოდან და დაემატა „გადასულად“-ის შემდეგ; ამ ორი ცვლილებით წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო გადასვლა კვლავ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ითვლება.
162-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის თანხის გაზრდის შესახებ შესყიდვისა და სატარიფო ღირებულებების სხვაობით.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…საჯარო შესყიდვების შეს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა