Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 162¹

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 162¹. მომსახურების გაწევის ადგილი

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:DAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვაპროფესიული მომსახურებატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიტრანსსასაზღვრო გადასახადებირეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებასაერთაშორისო ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.

2.მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის მიზნისთვის, პირი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დასაბეგრ პირად განიხილება მისთვის გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით.

3.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი: ა) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს; ბ) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევი (დასაბეგრი პირი) არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არ არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების გამწევის ფიქსირებული დაწესებულების მიერ, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების გამწევია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

4.უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი, მათ შორის: ა) უძრავი ნივთის ექსპერტის და აგენტის მომსახურება; ბ) სამშენებლო სამუშაოების მომზადებისა და კოორდინაციის მომსახურება (სამშენებლო მოედანზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება).

5.სხვა პირის სახელით და დავალებით მოქმედი შუამავლის მიერ არადასაბეგრი პირისთვის გაწეული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება იმ ოპერაციის განხორციელების ადგილი, რისთვისაც არის გაწეული ეს საშუამავლო მომსახურება.

6.არადასაბეგრი პირისთვის, კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, განათლების, გასართობი, ფიზიკური კულტურისა და სპორტული ან მსგავსი ღონისძიებების, როგორებიცაა წარმოდგენა, პრეზენტაცია ან გამოფენა, ასევე ამ ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების (მათ შორის, დამხმარე მომსახურების) გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება.

7.დასაბეგრი პირისთვის, კულტურულ, სახელოვნებო, სამეცნიერო, განათლების, გასართობ, ფიზიკური კულტურისა და სპორტულ ან მსგავს ღონისძიებებზე, როგორებიცაა წარმოდგენა, პრეზენტაცია ან გამოფენა შესვლის/დაშვების უფლების ან/და ასეთ შესვლის/დაშვების უფლებასთან დაკავშირებული დამხმარე მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება.

8.მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მისი ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ არადასაბეგრი პირისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება: ა) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს ჩატვირთვას, გადმოტვირთვას, გადაფუთვას, დასაწყობებას და საქონლის შენახვას გადაზიდვისას, საქონლის შეფუთვას ტრანსპორტირების მიზნით, დოკუმენტაციის მომზადებას საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე, ინსპექტირებას, შემოწმებასთან დაკავშირებულ მომსახურებას და სხვა მსგავს მომსახურებებს; ბ) მოძრავი ნივთის შეფასება ან ასეთ ქონებასთან დაკავშირებული სამუშაო/მომსახურება.

9.მგზავრისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.

10.არადასაბეგრი პირისთვის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.

11.სარესტორნე ან/და კვების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს მომსახურება ფაქტობრივად ხორციელდება.

12.სატრანსპორტო საშუალების მოკლევადიანი იჯარის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.

13.არადასაბეგრ პირზე სატრანსპორტო საშუალების გაქირავების/იჯარის ადგილი, გარდა მოკლევადიანი იჯარისა, არის ადგილი, სადაც მომხმარებელი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამასთანავე, არადასაბეგრ პირზე სასეირნო კატერის გაქირავების (გარდა მოკლევადიანი იჯარისა) ადგილი არის ადგილი, სადაც სასეირნო კატერი ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.

14.არადასაბეგრი პირისთვის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც იგი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს, თუ მისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება: ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურება; ბ) რადიო- და ტელესამაუწყებლო მომსახურება; გ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება; დ) საავტორო უფლების, პატენტის, ლიცენზიის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მსგავსი უფლების გადაცემა ან დათმობა; ე) სარეკლამო მომსახურება; ვ) საკონსულტაციო, საინჟინრო, იურიდიული, საბუღალტრო და სხვა მსგავსი მომსახურება, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავება და ინფორმაციის მიწოდების მომსახურება; ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის ან უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებისგან ან განხორციელებისგან თავის შეკავების ვალდებულება; თ) საბანკო, ფინანსური და სადაზღვევო ოპერაციები, მათ შორის, გადაზღვევა, გარდა სეიფის იჯარისა; ი) პერსონალით უზრუნველყოფა; კ) მოძრავი ნივთის იჯარით გადაცემა, გარდა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების იჯარისა.

15.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის მე-3 ნაწილით და მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული ცალკეული მომსახურება განიხილება: ა) სხვა ქვეყანაში გაწეულად, თუ ის ხორცილდება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ; ბ) განიხილება საქართველოში გაწეულად, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოში. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. თავი XXIII 1 დაბეგვრის დრო საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

წინა მუხლი 162შემდეგი მუხლი 163

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ლოკალიზაცია და UX ადაპტაცია ქართული ბაზრისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გიდის სერთიფიცირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო ბიზნესისთვის საქართველოში იურიდიული პირის დაფუძნებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160¹მომსახურების გაწევა
  • 104საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
  • 161უკუდაბეგვრა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 32მომსახურების საფასურები
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

ინოვაციების შესახებ

  • 15⁶კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 39უცხოელის დაბეგვრა

დაზღვევის შესახებ

  • 7დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 31უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს საქმიანობის ფარგლები საქართველოს ტერიტორიაზე

მაუწყებლობის შესახებ

  • 45³მედიამომსახურებების მიღება და გავრცელება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 8პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 12ქეშირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
745³160¹10416139815⁶3144327112162¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებუცხოელთა და მოქალაქეობ…დაზღვევის შესახებშვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026