Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 190¹

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 190¹. ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:აქტივებით ტრანზაქციებიკრიპტო გადასახადებისაგადასახადო დაგეგმვაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვაკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისუძრავი ქონების აუქციონი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა იბეგრება აქციზით ამ მუხლის შესაბამისად. 1 ​ 1 . სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.

2.ამ მუხლის: ა) პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება: ა.ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ; ა.ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას; ა.გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება; ბ) 1 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება: ბ.ა) აქციზური მარკებით ნიშანდებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე; ბ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი და 1 1 ნაწილებით განსაზღვრული აქციზური საქონლის: ა) მიწოდების შემთხვევაში − არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2015 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

  2. 12 ოქტ. 2010 – 4 იან. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    190¹ მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაციის დაბეგვრის შესახებ; მე-2 ნაწილის გამონაკლისები გაიყო ნაწილების მიხედვით, ხოლო მე-3 ნაწილი ახლა 1¹ ნაწილსაც მოიცავს.

  3. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  4. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    ახალი მუხლით იძულებითი რეალიზაცია დაექვემდებარა აქციზს, განისაზღვრა სამი გამონაკლისი და დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის ვადა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 190შემდეგი მუხლი 190²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბანკროტობის აქტივების დაფარვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტოვალუტის დაბეგვრა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების გაყიდვის საგადასახადო ოპტიმიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა ჩაგვრის სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 4 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 182მუხლი 189მუხლი 192

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 161¹ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა
  • 189აქციზის ჩათვლა
  • 163დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66¹ (დანართი 1)ზოგადი დებულებები
  • 66² (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში დღგ - ით დაბეგვრა
  • 86¹ (დანართი 1)აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 152ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვა

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 5სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის უზრუნველყოფა

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 42წილებისა და აქციების პრივატიზება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 11უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 18საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
515242189182192161¹16366¹ (…66² (…86¹ (…111218190¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026