Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹¹⁰

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹¹⁰. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებებისაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

2.ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

3.დასაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დასაკითხ პირს ეს უფლებები დაკითხვის დაწყებამდე უნდა განემარტოს. ამ ნაწილის მიზნებისთვის დასაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

4.დაკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დასაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5.დასაკითხი პირი ვალდებულია დაკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6.მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია დასაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7.დაკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. დასაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

8.დასაკითხ პირს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ ჯარიმის დაკისრება დასაკითხ პირს არ ათავისუფლებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4213 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №498 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1293 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1381 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1491 – ვებგვერდი, 16.04.2026წ. თავი VII ​​​ 29 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1746 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №110 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მარ. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 აპრ. 2026
  2. 4 მარ. 2026
  3. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  4. 16 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹¹შემდეგი მუხლი 21¹¹¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საარჩევნო სამართალი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამსახურისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 4 ცვლილება · ბოლო 16 აპრ. 2026
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34³
  • 34¹

გრანტების შესახებ

  • 6²გრანტის თანხმობის გარეშე მიღების თაობაზე ფიზიკური პირის გამოკითხვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 114გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი
  • 113გამოკითხვის წესი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 20აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 9¹პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 20³

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 14პირის გამოკითხვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3621⁴⁶2034³34¹6²20³1141139¹701421¹¹⁰
მნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …გრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026