Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 10¹

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 10¹. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 30.10.2019.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას; გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.

3.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3376 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას; გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3376 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 10 2 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, სამსახური დაფინანსდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. მუხლი 10 3 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესრულების უზრუნველსაყოფად. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით  მიღების მომენტიდან. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია: ა) უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპით მისცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება; ბ)  საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას  მიმართოს უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თხოვნით. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · იცვლება 1 იან. 2027-დან

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 მარ. 2017 – 13 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

  2. 1 აგვ. 2015 – 24 ივნ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივლ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 10²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ოქტ. 2019 · №36

  • 1 ცვლილება · ბოლო 31 მარ. 2015
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 18ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 212საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 207თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 15მონიტორინგი და შეფასება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 42საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 19სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 6სააგენტოს უფროსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1361518101964232721220710¹
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს ეროვნული ბ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს პარლამენტი…შემოსავლების სამსახური…