უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

1¹.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

1².საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში.

1³.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

1⁴.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

1⁵.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

2.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ.

3.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.

4.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს: ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ამ კანონის შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ე ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან , აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო - სამართლებრივ უფლებამოსილებებს ; ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს.

5.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია: ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში , რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით , დაუყოვნებლივ , ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე , გადასცეს ეს ინფორმაცია ( მათ შორის , კონფიდენციალური ) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან / და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს ; გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას.

6.ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება).

7.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3422 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.222 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3644 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.292 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №483 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1275 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2940 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 1 1 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 1 2 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში. 1 3 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. 1 4 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 1 5 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს: ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ამ კანონის შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ე ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან , აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო - სამართლებრივ უფლებამოსილებებს ; ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს. 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია: ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში , რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით , დაუყოვნებლივ , ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე , გადასცეს ეს ინფორმაცია ( მათ შორის , კონფიდენციალური ) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან / და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს ; გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას. 6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება). 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3422 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.222 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3644 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.292 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №483 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1275 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2940 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. მუხლი 10 1 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას; გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3376 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 10 2 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, სამსახური დაფინანსდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. მუხლი 10 3 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესრულების უზრუნველსაყოფად. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით  მიღების მომენტიდან. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია: ა) უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპით მისცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება; ბ)  საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას  მიმართოს უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თხოვნით. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 მარ. 2017 – 13 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

  2. 1 აგვ. 2015 – 24 ივნ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივლ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  3. · გამოქვეყნდა 10 ივლ. 2015
  4. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  5. პირველი პუნქტიდან ამოღებულია სამსახურის დამოუკიდებელი ბალანსისა და სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის ნორმა. მე-7 პუნქტში დებულების საგნიდან ამოღებულია კონტროლი და დაემატა, რომ სამსახურზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონის მე-11 მუხლი არ ვრცელდება.

  6. · გამოქვეყნდა 2 ივნ. 2014

    მე-10 მუხლის პირველ პუნქტში სამსახურის ეროვნულ ბანკთან შექმნა ჩანაცვლდა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ხოლო 1¹–1⁵ პუნქტებით დაფიქსირდა დამოუკიდებლობა, წარმომადგენლობა, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში, ყოველწლიური ანგარიში და მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულება.

  7. მე-7 პუნქტში დებულების დამტკიცების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან მთავრობას გადაეცა, დებულების სახელწოდება დაკონკრეტდა, ხოლო დებულებით მოწესრიგებულ საკითხთა ჩამონათვალიდან ამოღებულია წარმომადგენლობა.

  8. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა (კანონის შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში აქტების გამოცემა), ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში ქონებაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშზე, ყადაღის დადების ფორმულირება დაზუსტდა. მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გადაცემის საფუძვლად დაემატა სხვა დანაშაულის ჩადენის მიზანი.

  9. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებში მასალების მიმღები ორგანოს სახელწოდება „გენერალური პროკურატურა“ შეიცვალა „მთავარი პროკურატურით“.

  10. მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ინფორმაციის გამოთხოვის ადრესატთა ჩამონათვალიდან ამოღებულია „მმართველობის“ ორგანოები და დაზუსტდა, რომ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს „საქართველოს კანონმდებლობიდან“.

  11. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებში მასალების გადაცემის ადრესატებად გენერალური პროკურატურის გვერდით დაემატა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამსახური მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა; „ბ“ ქვეპუნქტში „მის“ შეიცვალა „თავის“-ით.

  12. · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-4 პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ტერორიზმის დაფინანსების ვარაუდისას სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით და იდენტიფიკაციის წესის რეგულირების უფლებამოსილება; მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად განსაზღვრავს პროკურატურისთვის გადაცემის საფუძველს, ხოლო მე-6 პუნქტი იღებს გამონაკლისებსა და ინფორმაციის მოძიების დავალების აკრძალვას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1113118334¹22482033134313210
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…საჯარო სამართლის იურიდ…ფულის გათეთრებისა და ტ…შემოსავლების სამსახური…მიკრობანკების საქმიანო…მოქალაქეთა პოლიტიკური …