ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 39. ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოვლენა, აღრიცხვა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენა

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 22 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მიღების ფაქტები დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტით.

2.ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს უფლება აქვთ, საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნონ პაციენტის პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები წარმოადგენს საექიმო საიდუმლოებას, რომლის განსაიდუმლოება ხდება პაციენტის თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3.ნარკომანიის დიაგნოსტირებას ახდენს სამედიცინო დაწესებულება კომისიური წესით (არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით), რომელიც ნარკომანიით დაავადებულ პირზე სამ ეგზემპლარად ადგენს სააღრიცხვო ბარათს. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკს, მეორე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში.

4.ნარკომანიით დაავადებული პირი მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ სამი წლის განმავლობაში იმყოფება დისპანსერულ მეთვალყურეობაზე.

5.ნარკომანიით დაავადებული პირის დისპანსერიზაციის, აგრეთვე სომატონარკომანის მეთვალყურეობისა და მკურნალობის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2048 - სსმ I, №10, 24.04.2003 წ., მუხ.55 საქართველოს 2003 წლის 3 დეკემბრის კანონი №3132 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.233 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2949 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.102

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 10 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 39-ე მუხლის პირველ პუნქტში ტერმინები „საშუალება“ და „ნივთიერება“ მრავლობით რიცხვშია ჩამოყალიბებული, ხოლო კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები ახლა დაკავშირებულია „ან/და“-თი.

  2. 39-ე მუხლის პირველ პუნქტში ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენის საფუძველი გაფართოვდა: კლინიკურ გამოკვლევასთან ერთად დაემატა ლაბორატორიული გამოკვლევები; სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტი უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4279⁵79¹79³30¹22642¹3637349¹13939
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…ნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…შეზღუდული შესაძლებლობი…