ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 38. ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 22 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო აფინანსებს ნარკომანიით დაავადებული პირის გამოკვლევასა და ექსპერტიზას, დიაგნოსტიკას, დისპანსერიზაციას, მკურნალობას და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

2.ნარკომანიით დაავადებულ პირს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, გაცხადებულად ან ანონიმურად, ნებაყოფლობითი ან სავალდებულო წესით. არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საკუთარი სურვილით.

3.ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა ნარკოტიკული საშუალებებით აკრძალულია, გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა, სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა, აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა.

4.ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამისი ნორმატიული აქტით.

5.ნარკომანიით დაავადებულ პირთა , მომხმარებელთა , აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა გამოკვლევისა და ექსპერტიზის , დიაგნოსტიკის , დისპანსერიზაციის , მკურნალობისა და რეაბილიტაციის წესებს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრავს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ხოლო ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების , როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის , დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .

6.გამოკვლევის, ექსპერტიზისა და დიაგნოსტიკის შემთხვევებში ნარკომანიით დაავადებულ პირზე ვრცელდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2949 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.102 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4190 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.360

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სახელმწიფო აფინანსებს ნარკომანიით დაავადებული პირის გამოკვლევასა და ექსპერტიზას, დიაგნოსტიკას, დისპანსერიზაციას, მკურნალობას და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. 2. ნარკომანიით დაავადებულ პირს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, გაცხადებულად ან ანონიმურად, ნებაყოფლობითი ან სავალდებულო წესით. არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საკუთარი სურვილით. 3. ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა ნარკოტიკული საშუალებებით აკრძალულია, გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა, სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა, აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა. 4. ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამისი ნორმატიული აქტით. 5. ნარკომანიით დაავადებულ პირთა , მომხმარებელთა , აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა გამოკვლევისა და ექსპერტიზის , დიაგნოსტიკის , დისპანსერიზაციის , მკურნალობისა და რეაბილიტაციის წესებს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრავს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ხოლო ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების , როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის , დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით . 6. გამოკვლევის, ექსპერტიზისა და დიაგნოსტიკის შემთხვევებში ნარკომანიით დაავადებულ პირზე ვრცელდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2949 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.102 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4190 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.360

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 10 იან. 2011 ტექსტი უცნობია

  2. 23 დეკ. 2002 – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტში სამინისტროს სტანდარტით განსაზღვრული უფლებამოსილება ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო ერთობლივი ბრძანების საგანი შეიცვალა: სიმთვრალის ფაქტების ნაცვლად ახლა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესია. ამოღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79⁵79¹79²22811203437364413938
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს სისხლის სა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…პენიტენციური კოდექსიწამლისა და ფარმაცევტულ…ბავშვის უფლებათა კოდექ…