საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 43³. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს: ა) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ შესასრულებელ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებას და საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების გეოგრაფიულ არეალს; ბ) ობიექტურად და გამჭვირვალედ: ბ.ა) კომპეტენტური ორგანოს მიერ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდის პირობებს; ბ.ბ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შინაარსსა და ფარგლებს (არსებობის შემთხვევაში); გ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ხარჯებს და მათ განაწილებას. ეს ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ადამიანურ რესურსებთან, ელექტროენერგიასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სარკინიგზო შემადგენლობის მოვლა-შენახვისა და შეკეთების და საჭირო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე ფიქსირებულ ხარჯებს და შესაბამის გონივრულ მოგებას; დ) ბილეთის საფასურს ან/და ბილეთის საფასურის განსაზღვრის წესსა და პირობებს; ე) ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლების განაწილების წესს, რომლებიც შესაძლებელია საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს დარჩეს, კომპეტენტურ ორგანოს გადაეცეს ან მათ შორის განაწილდეს; ვ) ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) სხვა პირობებსა და დებულებებს. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹43¹43²11525³1420219181643³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საჯარო და კერძო თანამშ…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ეროვნული მარეგულირებელ…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა