მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნე ს შემდეგი პრინციპები: ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდ ება ისინი; დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს; ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ. თავი II. მონაცემთა დამუშავების წესები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
მუხლი 4. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №21 · ძალაშია 1 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 დეკ. 2018 – 10 მაი. 2019 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2023
- · გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014
„ბ“ ქვეპუნქტი მოითხოვს კონკრეტულ მიზნებს და კრძალავს თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელ შემდგომ დამუშავებას, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში დაემატა მონაცემთა საჭიროებისამებრ განახლების მოთხოვნა.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

