Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66¹

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹. მიზნობრივი დაქვითვები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დავებირეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებების მართვის საფასურის მაქსიმალური ოდენობა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლებების სამართავად გაწეული დასაბუთებული და დადასტურებული ხარჯების მიღმა ნებისმიერი თანხა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხისა, გადაანაწილოს უფლების მფლობელებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებების სამართავად გაწეული ხარჯები შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტზე ნაკლებია.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის ნაწილი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ ორგანიზაციის იმ ფონდების საქმიანობისთვის, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების, რომელთა ინტერესებშიც მოქმედებს ეს ორგანიზაცია, შემოქმედებითი და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი დაქვითვები გამოიყენება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით დადგენილი წესით.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია მისგან უფლების მართვის ნებართვის მიღებამდე შეგროვებული ჰონორარიდან უფლებების მართვის საფასურისა და სხვა მიზნობრივი დაქვითვების შესახებ.

4.უფლებების მართვის საფასური და სხვა მიზნობრივი დაქვითვები უნდა შეესაბამებოდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ შორის, როცა ეს შესაძლებელია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მომსახურების ჩათვლით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.

5.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიზნობრივი დაქვითვა გამოიყენება შესაბამისი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 66¹⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჰონორარის დავა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუსიკალური უფლებების მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №18

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები
  • 66²ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები
  • 66⁶ტარიფების დადგენა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 43დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 105შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
  • 202ქონებაზე გადასახადის განაკვეთი
  • 117საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულების გამოქვითვა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 25აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 11ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 79მმართველი

მეწარმეთა შესახებ

  • 134შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6666²66⁶791310520211743112513466¹
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …დეპოზიტების დაზღვევის …სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026