საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 22. გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადამხდელმა შეიძლება გადახდის ოპერაციის ავტორიზება განახორციელოს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე ან მის შემდგომ, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის არსებობს შეთანხმება.

2.გადახდის ოპერაციის ან გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე თანხმობა გაიცემა გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმებული ფორმით. გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს მიმღების ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა.

3.გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მომენტისა. გადამხდელს აგრეთვე შეუძლია გამოითხოვოს თანხმობა გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე. თანხმობის გამოთხოვის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა.

4.თანხმობის გაცემის პროცედურა შეთანხმებული უნდა იყოს გადამხდელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    22-ე მუხლში დაზუსტდა ავტორიზაციის დრო, თანხმობის გაცემის ფორმა და გზები, თანხმობის გამოთხოვის წესი (მე-3 პუნქტი) და თანხმობის გაცემის პროცედურის შეთანხმების მოთხოვნა (მე-4 პუნქტი); პროვაიდერის მიერ ლიმიტებისა და დაბლოკვის მუხლიანი ნორმა მე-3 პუნქტიდან ამოიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
129¹7¹2922²3433¹3226111254372466222
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა