ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 45¹. ბაზრის მანიპულაცია

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბაზრის მანიპულაციად მიიჩნევა შემდეგი ქმედება/ქმედებები: ა) გარიგების დადება, დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: ა.ა) ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა; ა.ბ) ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება; ბ) გარიგების დადება, სავაჭრო დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდების ფასზე, თუ მას თან ახლავს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი საშუალების/სქემის გამოყენება ან სხვაგვარად მოტყუება; გ) ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან სხვა საშუალებით, გავრცელება, რაც იწვევს ან რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა ან ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება, თუ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია (ცნობები) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო; დ) ბენჩმარკთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან/და მონაცემების მიწოდება, თუ ინფორმაციის გადამცემმა/მონაცემების მიმწოდებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია/მონაცემები მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო, აგრეთვე სხვა ქმედება, რომლის მიზანია ბენჩმარკის გაანგარიშების მანიპულირება.

2.იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ქმედების საბაზრო მანიპულაციად მიჩნევის/კვალიფიცირების ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმები, აგრეთვე განსაზღვროს ის ქმედებები (გამონაკლისი შემთხვევები), რომლებიც ბაზრის მანიპულაციად არ მიიჩნევა. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბაზრის მანიპულაციად მიიჩნევა შემდეგი ქმედება/ქმედებები: ა) გარიგების დადება, დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: ა.ა) ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა; ა.ბ) ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება; ბ) გარიგების დადება, სავაჭრო დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდების ფასზე, თუ მას თან ახლავს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი საშუალების/სქემის გამოყენება ან სხვაგვარად მოტყუება; გ) ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან სხვა საშუალებით, გავრცელება, რაც იწვევს ან რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა ან ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება, თუ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია (ცნობები) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო; დ) ბენჩმარკთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან/და მონაცემების მიწოდება, თუ ინფორმაციის გადამცემმა/მონაცემების მიმწოდებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია/მონაცემები მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო, აგრეთვე სხვა ქმედება, რომლის მიზანია ბენჩმარკის გაანგარიშების მანიპულირება. 2. იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ქმედების საბაზრო მანიპულაციად მიჩნევის/კვალიფიცირების ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმები, აგრეთვე განსაზღვროს ის ქმედებები (გამონაკლისი შემთხვევები), რომლებიც ბაზრის მანიპულაციად არ მიიჩნევა. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 1999 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14339¹4445⁶4545³1152148611219345¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…რეკლამის შესახებსასაქონლო ბირჟებისა და…კონკურენციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა