Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 66

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 66. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია მოთხოვნილ პერიოდში არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობით, ან ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურება, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნულ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი, თუ გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას.

5.კომისია შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური.

6.პირი, რომელსაც უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია მოთხოვნილ პერიოდში არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობით, ან ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურება, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნულ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი, თუ გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას. 5. კომისია შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური. 6. პირი, რომელსაც უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 155

მიუთითებენ მასზე

მუხლი 52მუხლი 68მუხლი 88მუხლი 94

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 79გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმა
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 58ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 27განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები
  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5¹საგადახდო სისტემაზე წვდომა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

დაზღვევის შესახებ

  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე

საზღვაო კოდექსი

  • 142

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²2827265¹1555268889479655819466
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სატელეკომუნიკაციო ინფრ…საგადახდო სისტემისა და…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026