Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 5

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაფინანსური მომსახურებაციფრული ბანკინგიკრიპტო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით მიმართვას წარუდგენს.

2.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს ამ ლიცენზიის მაძიებლის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) კომერციული ბანკის ცნობა ნებადართული კაპიტალისა და განაღდებული კაპიტალის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის თაობაზე. უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალი ან შვილობილი მიკრობანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის/მიკრობანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; დ) მისი ადმინისტრატორებისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური და ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); ვ) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაცია; ზ) (ამოღებულია - 15.12.2023, №4018); თ) მისი სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; კ) ინფორმაცია წარსული საქმიანობის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად; ლ) უცხოური მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; მ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

3.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილების ოდენობისა და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაციას; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს); ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში.

4.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და დირექტორატის წევრთა სამუშაოს აღწერილობას; ბ) კორპორაციული მართვის პრინციპებს; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმით გათვალისწინებულ საბიუჯეტო გეგმაზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას; ზ) ბიზნესგეგმას. იგი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას და შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ზ.ა) ბიზნესსტრატეგიას; ზ.ბ) ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ ინფორმაციას; ზ.გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; ზ.დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით, მომდევნო 3 წლისთვის; ზ.ე) ბიზნესსა და მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; ზ.ვ) საწყის ეტაპზე დასანერგი საინფორმაციო ტექნოლოგიების მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას.

6.უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) სათავო ბანკის/მიკრობანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებასა და მოგება-ზარალის თაობაზე ანგარიშგებას; ბ) სათავო ბანკის/მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის შესახებ; გ) სათავო ბანკის/მიკრობანკის საზედამხედველო ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი მიკრობანკის გახსნაზე.

7.მიკრობანკი, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერი, ისე შუალედური მფლობელი და ბენეფიციარი მესაკუთრე ვალდებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია.

8.მიკრობანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია მიკრობანკის აქციონერების ან/და ადმინისტრატორების შესაფერისობაზე, აგრეთვე მიკრობანკის ლიცენზირების სხვა პირობებთან/კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები აგრეთვე აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული უნდა იყოს. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

10.არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას არ ითვალისწინებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამის დამადასტურებელი, უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4018 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2023
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნეობანკის ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-28
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 4სალიცენზიო მოთხოვნები
  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 9მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3¹წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
  • 27საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები
  • 28ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 23შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 20აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების პირობები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2324272810²3¹34206495
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…არასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026