Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 9

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 9. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:იმპორტის ლიცენზირებაექსპორტის კონტროლითვითმფრინავის რეგისტრაციაფინანსური მომსახურებათავდაცვის შესყიდვებიტრანსპორტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2.განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3.განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4.განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით . დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5.საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.

6.თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებას და იმავე ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.

7.ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

8.ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

10.სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ლიცენზიის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11.სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 27 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გამცემს.

12.სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ლიცენზიის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი.

13.თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14.დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16.თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ლიცენზიის გაცემას. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 9¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლოჯისტიკის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • საიმპორტო ნებართვები და ლიცენზიებისერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №128

  • ციტირებულია 11 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 78საქართველოს ზოგადი… 84

მიუთითებენ მასზე

ფასიანი ქაღალდების… 29ფასიანი ქაღალდების… 24ფასიანი ქაღალდების… 27ფასიანი ქაღალდების… 28კერძო დაცვითი საქმ… 5მუხლი 10მუხლი 24სააღმზრდელო საქმია… 5სააღმზრდელო საქმია… 5საინვესტიციო ფონდე… 20ნებაყოფლობითი კერძ… 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9³სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და მისი გაცემის საფუძველი
  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 9
  • 7
  • 10

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4¹ (დანართი 1)სამხედრო პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 3სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანოები
  • 7ლიცენზიის გაცემის პროცედურა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 10სალიცენზიო

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზია

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 8სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
788424292728510249³59520169
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ზოგადი ადმ…კერძო დაცვითი საქმიანო…ლიცენზიებისა და ნებართ…სააღმზრდელო საქმიანობი…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №128 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026