საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 34. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

3.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი მსგავსი საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება.

4.თუ გამოვლინდა მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

5.ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

6.ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

7.ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მსგავსითუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის გარიგებისსაბაჟო ფასადღირებულების ითვლებაგანსაზღვრა საბაჟოამ ორგანოსკოდექსის მიერ32-ე რეგისტრირებულიდა 33-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის საბაჟოგარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში იმპორტირებულიაექსპორტირების მიზნით და გაყიდულიაექსპორტირებული იმავეიქნა დროსიმავე ან თითქმის იმავე დროს (არა უადრეს 90 დღისა),დროს, როდესაც ხორციელდებაგანხორციელდა მოცემულიშესაფასებელი საქონლის იმპორტი. ექსპორტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულიაგაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობითრაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასმიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს ღირებულებას.საქონლის ღირებულებას. 3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი მსგავსი საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია აუცილებელი კორექტირება. 4. თუ გამოვლინდა მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება. 5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14518164¹18529 (დ…4039381211734
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სანოტარო მოქმედებათა შ…სასაქონლო ბირჟებისა და…