საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 35. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის ფასით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან იმპორტირებული შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა იმპორტირების თარიღიდან (ამ მუხლის მიზნებისათვის იმპორტირების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის თარიღი) იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად, რომელიც ექვემდებარება შემდეგი სახის დაქვითვებს: ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ან გადასახდელი საკომისიოები ან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი თანხა, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს და რომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები; ბ) საქართველოში ჩვეულებრივ განხორციელებული სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ხარჯები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შემოტანასთან ან მიწოდებასთან.

2.თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასადაც საქართველოში გადამუშავების შემდგომ იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასიდან აუცილებლად უნდა გამოიქვითოს მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება, აგრეთვე გადასახდელები, ხარჯები და გადასახადები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის ფასით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან თითქმისიმპორტირებული იმავეშესაფასებელი დროსსაქონლის (არაიმპორტირების უადრესშემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა)დღისა იმპორტირების თარიღიდან (ამ მუხლის მიზნებისათვის იმპორტირების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის თარიღი) იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობითოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად, რომელიც ექვემდებარება შემდეგი სახის დაქვითვებს: ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ან გადასახდელი საკომისიოები ან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი თანხა, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს,საქონელს რომელშიცდა ჩვეულებრივრომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები; ბ) საქართველოში ჩვეულებრივ განხორციელებული სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ხარჯები; გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შემოტანასთან ან მიწოდებასთან. 2. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასადაც საქართველოში გადამუშავების შემდგომ იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობითოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასიდან აუცილებლად უნდა გამოიქვითოს მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება, აგრეთვე გადასახდელები, ხარჯები და გადასახადები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10164¹198160²75⁵ (…1² (დ…394140117935
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…