საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 36. შედგენილი ღირებულების მეთოდი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის საბაჟო ღირებულებად ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება; ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას; გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია.

3.თუ საქონლის შედგენილი ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნება სხვა ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის წყაროს გამოყენებული მონაცემების და ამ მონაცემებზე დაფუძნებული გამოთვლების შესახებ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადებისადამზადების თუან/და დამუშავების ღირებულება; ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას; გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია. 3. თუ საქონლის შედგენილი ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნება სხვა ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის წყაროს გამოყენებული მონაცემების და ამ მონაცემებზე დაფუძნებული გამოთვლების შესახებ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    36-ე მუხლის არსებული ტექსტი პირველ ნაწილად დანომრა და „ა“ ქვეპუნქტში ფორმულირება შეიცვალა („დამზადების ან/და დამუშავების“). დაემატა მე-2–მე-4 ნაწილები მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულების შემადგენლობის, დეკლარანტისთვის ინფორმაციის წყაროს შეტყობინებისა და „საერთო ხარჯების“ შინაარსის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164¹1451817 (დ…1² (დ…4244371113124736
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საჯარო შესყიდვების შეს…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…