საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 79. პირადი ნივთების დათვალიერება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთ, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფ მგზავრს დათვალიერებისათვის მოსთხოვოს პირადი ნივთების, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების წარდგენა. მგზავრი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგინოს თავისი ბარგი და სატრანსპორტო საშუალება და მისივე მოთხოვნით გახსნას ბარგი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2.პირადი ნივთების დათვალიერება უნდა მოხდეს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. თუ პირადი ნივთების (ბარგის) მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია ან მესაკუთრე უარს აცხადებს, დაესწროს დათვალიერებას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირადი ნივთები (ბარგი) შეიძლება დათვალიერებულ იქნეს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის გარეშე.

3.საქართველოს ტერიტორიაზე ნავსადგურში ან აეროპორტში ტრანზიტით შემოსული მგზავრის (რომელიც არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას) პირად ნივთებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ათვალიერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას აქვს ნივთები, რომელთა ტრანზიტი აკრძალულია ან საჭიროებს ნებართვას ან/და ლიცენზიას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთ, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფ მგზავრს დათვალიერებისათვის მოსთხოვოს პირადი ნივთების, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების წარდგენა. მგზავრი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგინოს თავისი ბარგი და სატრანსპორტო საშუალება და მისივე მოთხოვნით გახსნას ბარგი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 2. პირადი ნივთების დათვალიერება უნდა მოხდეს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. თუ პირადი ნივთების (ბარგის) მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია ან მესაკუთრე უარს აცხადებს, დაესწროს დათვალიერებას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირადი ნივთები (ბარგი) შეიძლება დათვალიერებულ იქნეს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის გარეშე. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ნავსადგურში ან აეროპორტში ტრანზიტით შემოსული მგზავრის (რომელიც არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას) პირად ნივთებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ათვალიერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას აქვს ნივთები, რომელთა ტრანზიტი აკრძალულია ან საჭიროებს ნებართვას ან/და ლიცენზიას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1426075⁶ (…5 (და…9 (და…27 (დ…53³1870271573379
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საგადასახა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სახელმწიფო…