საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 78. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გააჩეროს და დაათვალიეროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება.

2.საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და მისი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომელიც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით შემოდის საქართველოში და რომლის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახური, შეიძლება განხორციელდეს ამავე დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობით, საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

3.სასაზღვრო გამტარი პუნქტით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია, გაჩერდეს საზღვართან არსებულ საბაჟო ორგანოში, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში გაუჩერებლად მკაცრად განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით გაემართოს დანიშნულების საბაჟო ორგანომდე. სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შესახებ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს.

4.ნავსადგურის, რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის უფლებამოსილი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, საბაჟო ორგანოს აცნობონ თითოეული სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ან/და გასვლის შესახებ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაუშვან შემოსატანი ან/და გასატანი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გააჩეროს და დაათვალიეროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება. 2. საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და მისი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომელიც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით შემოდის საქართველოში და რომლის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახური, შეიძლება განხორციელდეს ამავე დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობით, საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 3. სასაზღვრო გამტარი პუნქტით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია, გაჩერდეს საზღვართან არსებულ საბაჟო ორგანოში, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში გაუჩერებლად მკაცრად განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით გაემართოს დანიშნულების საბაჟო ორგანომდე. სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შესახებ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს. 4. ნავსადგურის, რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის უფლებამოსილი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, საბაჟო ორგანოს აცნობონ თითოეული სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ან/და გასვლის შესახებ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაუშვან შემოსატანი ან/და გასატანი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2064141330185 (და…27 (დ…9 (და…125271317378
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…ინტელექტუალურ საკუთრებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…