საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 80. მგზავრის დათვალიერება და შემოწმება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფი მგზავრი სხეულზე ან სხეულში მალავს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ხდება მგზავრის დათვალიერება. თუ მგზავრს აღმოაჩნდება არადეკლარირებული ნივთი, მისი მოქმედება ჩაითვლება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადაადგილებად.

2.მგზავრის დათვალიერებას ახორციელებს საბაჟო ორგანოს იმავე სქესის უფლებამოსილი პირი ცალკე ამისთვის განსაზღვრულ ადგილას და იმავე სქესის მოწმის თანდასწრებით. შესამოწმებელი მგზავრის მოთხოვნით მის დათვალიერებას უნდა დაესწროს მოწმე, რომელსაც თვითონ აირჩევს იქ მყოფთაგან.

3.მგზავრის შემოწმებამდე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, წარუდგინოს მას თანამდებობრივი მოწმობა და გააცნოს მგზავრის დათვალიერების წესები.

4.საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს მგზავრი დათვალიერებით; ბ) სხეულის შიდა ორგანოების დათვალიერების მიზნით გააგზავნოს მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად, თუ მას აქვს ეჭვი, რომ მგზავრი სხეულის შიდა ორგანოებში მალავს საქონელს.

5.წარმოშობილ ეჭვთან დაკავშირებით მგზავრი ვალდებულია, ზუსტად უპასუხოს დასმულ კითხვებს და დამალული საქონლის აღმოსაჩენად შეასრულოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნები; წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის მგზავრი უფლებამოსილია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფი მგზავრი სხეულზე ან სხეულში მალავს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ხდება მგზავრის დათვალიერება. თუ მგზავრს აღმოაჩნდება არადეკლარირებული ნივთი, მისი მოქმედება ჩაითვლება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადაადგილებად. 2. მგზავრის დათვალიერებას ახორციელებს საბაჟო ორგანოს იმავე სქესის უფლებამოსილი პირი ცალკე ამისთვის განსაზღვრულ ადგილას და იმავე სქესის მოწმის თანდასწრებით. შესამოწმებელი მგზავრის მოთხოვნით მის დათვალიერებას უნდა დაესწროს მოწმე, რომელსაც თვითონ აირჩევს იქ მყოფთაგან. 3. მგზავრის შემოწმებამდე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, წარუდგინოს მას თანამდებობრივი მოწმობა და გააცნოს მგზავრის დათვალიერების წესები. 4. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს მგზავრი დათვალიერებით; ბ) სხეულის შიდა ორგანოების დათვალიერების მიზნით გააგზავნოს მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად, თუ მას აქვს ეჭვი, რომ მგზავრი სხეულის შიდა ორგანოებში მალავს საქონელს. 5. წარმოშობილ ეჭვთან დაკავშირებით მგზავრი ვალდებულია, ზუსტად უპასუხოს დასმულ კითხვებს და დამალული საქონლის აღმოსაჩენად შეასრულოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნები; წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის მგზავრი უფლებამოსილია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴14225 (და…9 (და…27 (დ…53³171827717080
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…უცხოელთა და მოქალაქეობ…პოლიციის შესახებ