საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 9¹. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახური იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

3.წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს მიღებიდან (გამოცემიდან) ერთი წლის განმავლობაში, თუ არ მოხდა მისი ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება.

4.წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    ამოღებულია 90-დღიანი მოქმედების წესი და მისი პირობა წინა მე-4 პუნქტიდან, ხოლო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საკითხების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: „თანხმობის ან უარის თქმის“ ნაცვლად მითითებულია გადაწყვეტილების მიღება ან მიღებაზე უარის თქმა, ხოლო „წესი“ გახდა „წესები“.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    დაემატა 9¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას სასაქონლო კოდისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ, მის სავალდებულო ძალას, 90-დღიან მოქმედებას და მიღების წესის განსაზღვრას მინისტრის ბრძანებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4764129¹19 (დ…17 (დ…17² (…51² (დ…2223169¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სამშენებლო პროდუქტების…ინტელექტუალურ საკუთრებ…