Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 270⁵

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 270⁵. გადასახადისაგან გათავისუფლება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:ექსპორტის ლიცენზირებატრანსსასაზღვრო გადასახადებიიმპორტის ლიცენზირებასაბაჟო და სასაზღვრო დანაშაულებისაგადასახადო დაგეგმვატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის ექსპორტი; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ვ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განსაზღვრული წესით; ზ) საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით, რომლებიც არანაკლებ 25%-ის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად; თ) (ამოღებულია); ი) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია); ლ) ფიზიკური პირის მიერ: ლ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ანდა 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; ლ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების (გარდა 87 ჯგუფისა) შესაბამისი 15000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი; ლ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. მ) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ნ) საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავი და საპოხი საშუალებები. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული საქონლის შემოტანისას გადაიხდევინება საბაჟო გადასახადი ან საბაჟო ორგანოების მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობის მიხედვით იმპორტიორს უბრუნდება გადახდილი საბაჟო გადასახადის თანხა ან უქმდება გარანტია; ო) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი; პ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში; ჟ) 2011 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის („ტრაბზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) იმპორტი; რ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა; ს) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციები საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისა, იმპორტისა და დროებითი შემოტანისა), აგრეთვე უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება; ტ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი; უ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი ; ფ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი, 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი; ქ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 17049051000, 22071000000, 25010031000, 25010051000, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526200000), 68052000000, 68053080000 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ღ) ვირტუალური ზონის პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიური საქმიანობისათვის. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5569 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.396 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი XIII ადგილობრივი გადასახადები თავი XL ქონების გადასახადი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2007 – 1 თებ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    ლ.გ), ლ.დ) და ლ.ე) ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: შეიცვალა თამბაქოს და ალკოჰოლიანი სასმელის ოდენობები, ლ.დ)-ის ღირებულების ზღვარი და ლ.ე)-ში დაემატა დოკუმენტით დადასტურება. დაემატა „უ“ ქვეპუნქტი დაბრუნებული საქონლის იმპორტზე.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    270⁵ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში ვადა 2010 წლიდან 2011 წლის 1 იანვრამდე შეიცვალა და დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი საფოსტო გზავნილების იმპორტის შესახებ.

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    270⁵ მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში შეიცვალა ფიზიკური პირის იმპორტის საბაჟო გათავისუფლების ლიმიტები და პერიოდები და დაემატა „ლ.ზ“ ქვეპუნქტი საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისთვის.

  4. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    270⁵ მუხლის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების ჩამონათვალს დაემატა „ღ“ ქვეპუნქტი ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტის შესახებ.

  5. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009

    270⁵ მუხლს დაემატა „ქ“ ქვეპუნქტი, რომელიც ჩამოთვლილი სასაქონლო პოზიციების იმპორტს ათავისუფლებს საბაჟო გადასახადისგან.

  6. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    270⁵ მუხლის გათავისუფლებათა ჩამონათვალს დაემატა „ტ“ ქვეპუნქტი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის ზონიდან იმპორტის შესახებ.

  7. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2007

    270⁵ მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა ახალი ღირებულებისა და წონის ზღვრებით, „ლ.ვ“ ქვეპუნქტის დამატებით; „ჟ“ ქვეპუნქტში ვადა 2010 წლის 1 იანვრამდეა.

  8. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    270⁵ მუხლში ამოღებულია „ბ“–„დ“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტები, ხოლო „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 270⁴შემდეგი მუხლი 271

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბაჟოო პარტიოს თავიდან ასაცილებელი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადასახადისგან გათავისუფლების განაცხადები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • იმპორტის კვოტები და სატარიფო რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 8 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 171მუხლი 171მუხლი 230საქართველოს საბაჟო… 171

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 90საქართველოს საბაჟო… 91მუხლი 230მუხლი 265

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 186ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა
  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა
  • 190მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები
  • 86 (დანართი 1)საქართველოს საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება
  • 86¹ (დანართი 1)აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9171909123017126519917382111¹⁵…171186207190270⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…