პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 6. მწარმოებლის პასუხისმგებლობა

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მწარმოებელი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული წუნდებული პროდუქტით.

2.თუ მწარმოებლის მიკვლევა შეუძლებელია, თუნდაც პროდუქტზე მითითებული იყოს მისი სახელი, პროდუქტის ბაზარზე ფაქტობრივად განმათავსებელი ითვლება ამ პროდუქტის მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გონივრულ ვადაში ატყობინებს დაზარალებულს მწარმოებლის ან იმ პირის ადგილსამყოფელს, რომელმაც მას პროდუქტი მიაწოდა.

3.ზიანის დადგენის მტკიცების ტვირთი დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებული ასევე ვალდებულია დაამტკიცოს წუნდებულ პროდუქტსა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი.

4.თუ ერთი და იმავე ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელია ორი ან მეტი პირი, ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის წილობრივად დანაწილებით.

5.მწარმოებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ის დაამტკიცებს, რომ აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს.

6.წუნდებული პროდუქტი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, თუ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს, რომ იგი წუნდებულია.

7.მწარმოებელი პასუხისმგებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზიანი ერთდროულად წუნდებული პროდუქტითა და მესამე პირის ქმედებით არის გამოწვეული.

8.მწარმოებლის პასუხისმგებლობა შეიძლება შემცირდეს ან გამოირიცხოს, თუ გარკვეული გარემოების არსებობისას ზიანი გამოიწვია როგორც პროდუქტის წუნმა, ისე დაზარალებულის არასწორმა ქმედებამ, ან იმ პირმა, რომელზედაც პასუხისმგებელია დაზარალებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
100910161013811924913 (დ…10 (დ…91526
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…ნარჩენების მართვის კოდ…სამშენებლო პროდუქტების…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა