მეწარმეთა შესახებ

მუხლი 10. გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) და იურიდიულ მოქმედებათა განხორციელების უფლებამოსილება

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიდავით მაისურაძე

1.ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი – ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა).

2.წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია მისი გაუქმება ან ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში.

3.გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი (პროკურისტი) რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. პროკურა იძლევა უფლებამოსილებას, სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან. მიწის ნაკვეთის გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა. პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირისათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა და გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისათვის, ანდა ცალკეულ ადგილში. პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ფილიალები იმართება სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა განსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.

4.პროკურისტი და სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავენ თავიანთ სახელსა და გვარს და პროკურის და სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.

5.პროკურა და სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების ხელყოფის გარეშე. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 12

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი ნორმები აწესრიგებს საწარმოს დირექტორთან სასამსახურო ურთიერთობას ამ საქმეში?

    ყოფილი დირექტორი ტელეკომპანიისა და მისი მაჟორიტარი პარტნიორისგან ითხოვდა იძულებითი განაცდურის, მიუღებელი შემოსავლისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ დირექტორის გასამრჯელოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორთან ურთიერთობას მეწარმეთა კანონისა და დავალების ხელშეკრულების ნორმები აწესრიგებს და არა შრომითი ურთიერთობების ნორმები. სასამართლომ ტელეკომპანიის საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილა, არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • №ას-68-62-20152015-04-2944
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა უნდა დაამტკიცოს მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაუქმებლად, როდესაც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს?

    შპს „ბ-ის“ პარტნიორმა საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემა მოითხოვა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სათანადო მტკიცებულებით არ დადასტურდა, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის ფარგლები საქმის არსებითი განხილვის და არა ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს აქტები სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა საზოგადოების დირექტორს ცალმხრივი ბრძანებით პირს მიანიჭოს საზოგადოების ზოგადი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება?

    შპს „გ“ შპს „ი-ისგან“ მიწოდებული საწვავის აუნაზღაურებელ ღირებულებასა და პირგასამტეხლოს ითხოვდა. დავის მთავარი საკითხი იყო, ჰქონდა თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის ცალმხრივი ბრძანება, მოცემულ გარემოებებში, ფართო ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების ნამდვილ საფუძველს არ წარმოადგენდა. ამასთან, საზოგადოების პასუხისმგებლობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე არ გამოირიცხებოდა, თუ საწვავის მიღება და საზოგადოების საჭიროებისთვის გამოყენება დადასტურდებოდა. სასამართლომ სსსკ 412-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა შპს-ის დირექტორს ცალმხრივი ბრძანებით მიანიჭოს სხვა პირს საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ზოგადი უფლებამოსილება?

    სს «ვ. ჯ-იამ» შპს «ი-ს» საწვავის ნასყიდობის ფასის, 3960 ლარის, გადახდა მოსთხოვა. დავის ერთ-ერთი საკითხი იყო, ჰქონდა თუ არა შპს-ის დირექტორის ბრძანებით მოქმედ პირს საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში ასეთი ზოგადი უფლებამოსილება სათანადოდ არ იყო მინიჭებული, თუმცა ეს თავისთავად არ გამორიცხავდა საზოგადოების პასუხისმგებლობას უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე. საკასაციო სასამართლომ სსსკ 412-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, რათა დადგენილიყო საწვავის მიღებისა და საზოგადოების საჭიროებისთვის გამოყენების ფაქტები.

  • №ას-93-87-20152015-04-1537
    კრებულიდაუშვებლობა (T5)

    საჭიროა თუ არა პარტნიორის რწმუნებულის წილის მმართველად რეგისტრაცია, როდესაც იგი წილის მმართველად დანიშნული არ არის?

    მოსარჩელე მოითხოვდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა 2013 წლის 16 და 23 სექტემბრის კრებების ოქმების ბათილად ცნობას, რადგან სადავოდ მიიჩნევდა პარტნიორის წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კრებებზე განსახილველი საკითხების დასაბუთებულობას. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა შეფასება, რომ წარმომადგენელი მოქმედებდა დავალების საფუძველზე და არ იყო წილის მმართველი, ხოლო კრების მოწვევის შეტყობინებაში დღის წესრიგის საკითხების დასაბუთება საჭირო არ იყო. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი და სსსკ 391-ე მუხლით საჩივარი დაუშვებლად ცნო. შედეგად, ძალაში დარჩა სარჩელზე უარის შესახებ გადაწყვეტილება; საკასაციო საჩივარი არსებითად არ განხილულა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის ეკისრება აქციების გასხვისების ხელშეკრულების დადების მტკიცება, როდესაც მოსარჩელე მის არსებობას უარყოფს?

    მოსარჩელე მოითხოვდა მამკვიდრებლის ყოფილი აქციების ღირებულების კომპენსაციასა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების არსებობის უარყოფისას მოთხოვნა ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნად ვერ შეფასდება და გარემოებების მიხედვით უნდა შემოწმდეს დელიქტური და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე საფუძვლები. სასამართლომ ხელშეკრულების დადების მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს, ხოლო მოთხოვნილი თანხის დარღვეულ უფლებასთან თანაფარდობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი – ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა). 2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია მისი გაუქმება ან ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში. 3. გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი (პროკურისტი) რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. პროკურა იძლევა უფლებამოსილებას, სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან. მიწის ნაკვეთის გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა. პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირისათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა და გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისათვის, ანდა ცალკეულ ადგილში. პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ფილიალები იმართება სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა განსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება. 4. პროკურისტი და სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავენ თავიანთ სახელსა და გვარს და პროკურის და სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას. 5. პროკურა და სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების ხელყოფის გარეშე. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-3 პუნქტში პროკურისტის რეგისტრაციის რეესტრად დასახელდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი; დანარჩენი ცვლილებები ტექსტობრივია: „სასამართლოში“, „იმ სახის“ ამოღება, „რომელიც“, „სპეციალურად“ და „ადგილში“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
99896309²⁴35254118¹33329484210
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…