2.პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3.თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
4.საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
5.საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
6.პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საწარმოს ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული რეგისტრაციისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.
6¹.სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.
7.ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია.
8.შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.
9.საწარმოების შერწყმა და საწარმოს გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.
10.საწარმოს რეორგანიზაციის დამატებითი პირობები და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
11.ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ვის ეკისრება ტოლფასი თანამდებობის არსებობისა და კონკრეტულად მითითების მტკიცება?
დასაქმებული ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ბრძანების ბათილობა საბოლოოდ დადგენილი იყო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ განიხილა აღდგენის შესაძლებლობა და მის ნაცვლად გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი იყო და კომპენსაცია განაცდურისგან განსხვავებული, აღდგენის ალტერნატიული საშუალება იყო. სსსკ 411-ის საფუძველზე სასამართლომ კომპენსაციის ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება და დასაქმებულს 3680 ლარი მიაკუთვნა; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
რა რიგითობით გამოიყენება პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ტოლფასი სამუშაო და კომპენსაცია უკანონო გათავისუფლებისას?
დასაქმებული მოითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული და მისი ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვეტა უკანონო იყო. სასამართლომ განმარტა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას უპირატესობა ენიჭება, ხოლო მისი შეუძლებლობისას განიხილება ტოლფასი სამუშაო და შემდეგ კომპენსაცია. სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დამატებითი კვლევისთვის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა სსსკ 412-ის საფუძველზე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.
წარმოშობს თუ არა ერთი საწარმოს მიერ მეორე საწარმოს დაფუძნება დამფუძნებლის ვალდებულებებზე სამართალმემკვიდრეობას?
აქციონერი მოითხოვდა დამფუძნებელი სააქციო საზოგადოების სამართალმემკვიდრედ მის მიერ დაფუძნებული მეორე საზოგადოების ცნობას და ამ უკანასკნელისათვის დივიდენდების დაანგარიშებისა და გაცემის დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობა კანონით განსაზღვრულ რეორგანიზაციას უკავშირდება და მხოლოდ ერთი საწარმოს მიერ მეორის დაფუძნება მას არ წარმოშობს. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი საწარმო დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არსებობდა, ხოლო მეორე მისი რეორგანიზაციის შედეგად არ წარმოქმნილა. საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილა, არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.
რა საფუძვლებს ამოწმებდა უზენაესი სასამართლო ამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტისას?
დავა ეხებოდა დასაქმებულთა გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ ე. ნ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო დ. კ-ის სასარგებლოდ ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ე. ნ-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის არცერთ მითითებულ საფუძველს. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, საქმის არსებითი განხილვის გარეშე; მოწოდებულ სარეზოლუციო ნაწილში კომპანიის საკასაციო საჩივრის შედეგი მითითებული არ არის.
წარმოიშობა თუ არა ახალი საზოგადოების სოლიდარული პასუხისმგებლობა მხოლოდ მისი დაფუძნებისა და კაპიტალში მოვალე საზოგადოების ქონების შეტანის გამო?
მოსარჩელე ორი საზოგადოებისაგან ნასყიდობის დავალიანების სოლიდარულად გადახდასა და მათ შორის ქონების გადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ახალი საზოგადოების შერწყმის შედეგად წარმოშობილ უფლებამონაცვლედ მიჩნევა, თუმცა დაადგინა, რომ მოჩვენებითი გარიგების შესახებ მტკიცებები და დავალიანების ოდენობა სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია. სასამართლომ ასევე განმარტა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისა და პროცესის ხარჯების განაწილების წესები. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
აქვთ თუ არა გაყოფის შედეგად წარმოქმნილ უფლებამონაცვლე საწარმოებს წინამორბედის საბუღალტრო დოკუმენტაციის გაცნობისა და შემოწმების თანაბარი უფლებები?
დავა შეეხებოდა რეორგანიზებული საწარმოს საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის მიღებას მისი სპეციალური შემოწმების მიზნით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილ უფლებამონაცვლეებს ამ დოკუმენტების გაცნობისა და შემოწმების თანაბარი უფლებები აქვთ. სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ მფლობელობის დაცვის ნორმების გამოყენება და აღნიშნა, რომ დოკუმენტები მოსარჩელეს მხოლოდ შესამოწმებლად უნდა გადაეცეს, შემდეგ კი დამბრუნდეს. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია:ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება);ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება);გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).2. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.4. საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.5. საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.6. პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საწარმოს ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული რეგისტრაციისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.6 1 . სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.7. ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია.8. შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.9. საწარმოების შერწყმა და საწარმოს გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.10. საწარმოს რეორგანიზაციის დამატებითი პირობები და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.11. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012ტექსტი უცნობია
15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.