1.ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.
2.მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).
3.მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.
3¹.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.
4.მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
4¹.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად. ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები .
5.საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.
7.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია) .
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4268 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.427
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5265 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.336
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.2. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).3. მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.3 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.4. მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).4 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად. ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები .5. საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.6. 2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია) .საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4268 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.427საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5265 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.336საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №45 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011ტექსტი უცნობია
30 დეკ. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
მე-4 მუხლში რეგისტრაცია იურიდიულ მისამართს დაუკავშირდა, დაზუსტდა ერთდროული რეგისტრაცია და ფორმების ჩამონათვალი, ამოღებულია სს-ის რეესტრის ასლის გაგზავნისა და ნომრის მინიჭების პუნქტები.
მე-4 მუხლის ბოლო წინადადებაში სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის ასლის მიმღებად ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ნაცვლად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; გაგზავნის ვადა („ამავე ვადაში“) იგივეა.
· გამოქვეყნდა 31 მარ. 2007
4.3 პუნქტში დაზუსტდა ფორმულირება „რეესტრიდან ამონაწერები“ და დაემატა წესი, რომ ამონაწერი დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე გაიცემა.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
4.4 და 4.6 პუნქტებში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა ამ სამინისტროს „შესაბამისი სამსახურით“: მას ევალება რეესტრის ელექტრონული ვერსიის წარმოება, მონაცემების გამოქვეყნება და ასლის თვეში ერთხელ გაგზავნა.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005
მე-4 მუხლში რეგისტრაცია სასამართლოდან საგადასახადო ორგანოზეა გადატანილი (4.1), რეესტრის ფორმულარი 4.3 პუნქტშია, ხოლო 4.4 პუნქტი ამატებს მონაცემთა საჯაროობას და ახალ 4.5–4.7 პუნქტებს რეესტრის წარმოების, მთავრობის დადგენილებისა და გამოქვეყნება-გაგზავნის შესახებ.
4.3 პუნქტში სასამართლოს დაემატა ვალდებულება, სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებული დადგენილების ასლი იმავე ვადაში გაუგზავნოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას; „ორგანოსა“-ს „ორგანოს“-ით შეცვლა მხოლოდ ფორმულირებითია.
· გამოქვეყნდა 19 აპრ. 2001
4.1 პუნქტიდან ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაცია გამოირიცხა და ჩანაწერები მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა; 4.3 პუნქტით დადგენილების ასლი საგადასახადო ორგანოსაც უნდა გაეგზავნოს.