მეწარმეთა შესახებ

მუხლი 46¹. პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2.პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს. შეტყობინებაში მიეთითება დასადებ გარიგებაში აღნიშნული გასაყიდი წილის მოცულობა, ნასყიდობის ფასი და ანგარიშსწორების ვადა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

3.შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით).

4.ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად ითვლება.

5.ვალდებული პირი თავად წყვეტს, რომელი საშუალებით გააგზავნოს შეტყობინება.

6.თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, ვალდებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც“ აქვეყნებს. შეტყობინება პარტნიორისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან.

7.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული წესები, აგრეთვე გაუქმდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. პარტნიორთა კრება ამ საკითხებზე (მათ შორის, საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ წესდებით უფრო მაღალი კვორუმი არ არის განსაზღვრული.

8.ამ კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №812 - ვებგვერდი, 29.05.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს. შეტყობინებაში მიეთითება დასადებ გარიგებაში აღნიშნული გასაყიდი წილის მოცულობა, ნასყიდობის ფასი და ანგარიშსწორების ვადა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. 3. შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით). 4. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად ითვლება. 5. ვალდებული პირი თავად წყვეტს, რომელი საშუალებით გააგზავნოს შეტყობინება. 6. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, ვალდებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც“ აქვეყნებს. შეტყობინება პარტნიორისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან. 7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული წესები, აგრეთვე გაუქმდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. პარტნიორთა კრება ამ საკითხებზე (მათ შორის, საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ წესდებით უფრო მაღალი კვორუმი არ არის განსაზღვრული. 8. ამ კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №812 - ვებგვერდი, 29.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №60 · ძალაშია 29 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ოქტ. 1994 – 29 მაი. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 46¹ მუხლი შპს-ის წილის გაყიდვისას პარტნიორებს ანიჭებს უპირატესი შესყიდვის უფლებას, ადგენს შეტყობინების შინაარსს, 10-დღიან მინიმალურ ვადას, გაგზავნისა და ჩაბარების წესებს და წესდებით ამ წესების შეცვლის ან უფლების გაუქმების შესაძლებლობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹752627309²⁶5179338¹1013714112646¹
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიწის მიზნობრივი დანიშ…