Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 82

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 82. დახურული გამანაწილებელი სისტემა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისტემას, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველო, კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგება, კომისიის გადაწყვეტილებით (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეიძლება მიენიჭოს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო ამ სისტემით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ბ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს უმთავრესად ანაწილებს სისტემის მესაკუთრეზე, სისტემის ოპერატორზე ან მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზე.

2.კომისია უფლებამოსილია დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოს: ა) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარავად საჭირო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგან; ბ) ტარიფის ან საფასურის ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდე, კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგან.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევაში დახურული გამანაწილებელი სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტარიფი ან საფასური ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს კომისიის მიერ.

4.დახურული გამანაწილებელი სისტემის არეალში მყოფ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მცირე რაოდენობის მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის თანამდევმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, თუ ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აქვთ შრომითი ან მსგავსი ურთიერთობა დახურული გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრესთან.

5.კომისია გააუქმებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსს, თუ შესაბამისი სისტემა აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც. სისტემამ, რომელსაც გაუუქმდა დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, სრულად უნდა დააკმაყოფილოს გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. კარი VII. ბუნებრივი გაზის შენახვა თავი XIX. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და განცალკევება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სისტემას, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველო, კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგება, კომისიის გადაწყვეტილებით (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეიძლება მიენიჭოს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო ამ სისტემით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ბ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს უმთავრესად ანაწილებს სისტემის მესაკუთრეზე, სისტემის ოპერატორზე ან მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზე. 2. კომისია უფლებამოსილია დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოს: ა) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარავად საჭირო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგან; ბ) ტარიფის ან საფასურის ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდე, კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევაში დახურული გამანაწილებელი სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტარიფი ან საფასური ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს კომისიის მიერ. 4. დახურული გამანაწილებელი სისტემის არეალში მყოფ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მცირე რაოდენობის მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის თანამდევმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, თუ ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აქვთ შრომითი ან მსგავსი ურთიერთობა დახურული გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრესთან. 5. კომისია გააუქმებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსს, თუ შესაბამისი სისტემა აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც. სისტემამ, რომელსაც გაუუქმდა დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, სრულად უნდა დააკმაყოფილოს გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. კარი VII. ბუნებრივი გაზის შენახვა თავი XIX. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და განცალკევება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 81შემდეგი მუხლი 83

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგიის განაწილების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სპექტრის განაწილებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 71გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი
  • 81გამანაწილებელი ქსელის წესები
  • 74გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 162საქონლის მიწოდების ადგილი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²352882616264² (…16117181742282
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…გადასახადების ადმინისტ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026