ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 57. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის გამოყენება. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის, აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებთან, მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი დაშვება.

2.ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ურთიერთოპერაბელურობა და ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისების შესაბამისობა დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან, ასევე უნდა მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია არჩეული გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის მახასიათებლების შესახებ.

3.ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებლებისათვის სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით ყველა იმ არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უზრუნველყოფს მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავ დაშვებას მათ ტექნიკურ საშუალებებთან, ფუნქციონალურ რესურსებთან და საოპერაციო სიმძლავრეებთან.

4.ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების და ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობის მიმწოდებელმა ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ურთიერთოპერაბელურობა, აგრეთვე არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით ყველა იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ტელემაუწყებლობის მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად მიწოდებას.

5.ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობამ, რომელიც განკუთვნილია ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის სიგნალების მისაღებად, უნდა უზრუნველყოს: ა) ამ კანონით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი კოდირების ალგორითმით მიღებული კოდირებული სიგნალების გაშიფვრა; ბ) ციფრული ტელემაუწყებლობის გადაცემული სიგნალების გარკვევით და ხარისხიანად გამოსახვა სატელევიზიო ეკრანზე; გ) ციფრული ინტერაქტიული მაუწყებლობის მომსახურების სახეების ბოლო მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება; დ) ტექნიკური საშუალებებისა და მომსახურების სახეების ურთიერთოპერაბელურობა. თავი X. სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და მეტროლოგიური ნორმების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივნ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5652²3159¹8²5156135451157
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ინფორმაციული უსაფრთხოე…ენერგეტიკისა და წყალმო…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა