Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 75

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 75. პარტნიორთა წილების გამოსყიდვა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:წილებისა და აქციების შეფასებააქციონერთა დავებიკომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე ხმა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მისცა, უნდა მიეცეს ამ კრების ჩატარებიდან 20 დღის ვადა, რათა სამეწარმეო საზოგადოებას წერილობით მიმართოს თავისი წილის გამოსყიდვის მოთხოვნით.

2.პარტნიორებს, რომლებმაც ამ კანონის საფუძველზე მოითხოვეს წილების გამოსყიდვა, სამეწარმეო საზოგადოებამ წილების სანაცვლოდ სამართლიანი ფასი უნდა გადაუხადოს. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ აქციების გამოსასყიდი ფასის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და პარტნიორს უნდა აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 20 დღის განმავლობაში, ხოლო წილების გამოსასყიდად თანხა გადახდილი უნდა იქნეს წილების გამოსასყიდი ფასის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია რეორგანიზაციიდან 1 წლის განმავლობაში გაყიდოს გამოსყიდული წილები პარტნიორთა მიერ უპირატესი შესყიდვის უფლებით ან მიიღოს გადაწყვეტილება გამოსყიდული წილების გაუქმების შესახებ.

3.პარტნიორს, რომელიც არ არის თანახმა თავისი წილის გამოსყიდვის ფასზე, უფლება აქვს, წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით. ამ უფლების გამოყენების შედეგად პარტნიორი კარგავს ყველა უფლებას თავის წილზე, გარდა მის სანაცვლოდ სამართლიანი ფასის მიღების უფლებისა. სასამართლო განხილვის დროს რეორგანიზაციის პროცესი არ ჩერდება.

4.თუ სასამართლოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი დაადგენს, რომ პარტნიორის წილის ღირებულება სამეწარმეო საზოგადოების მიერ შეთავაზებული ღირებულების ტოლია ან მასზე ნაკლებია, დამოუკიდებელი აუდიტორის ხარჯებს პარტნიორი აანაზღაურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხარჯები სამეწარმეო საზოგადოებას დაეკისრება. თუ სასამართლოს მიერ დადგენილი წილის ღირებულება სამეწარმეო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ ღირებულებაზე მეტია, სამეწარმეო საზოგადოებამ ყველა პარტნიორის წილები იმავე, მეტი ღირებულებით უნდა გამოისყიდოს.

5.სამეწარმეო საზოგადოებამ პარტნიორის წილი უნდა გამოისყიდოს სასამართლოს მიერ მისი ღირებულების დადგენიდან 30 დღის ვადაში.

6.სამეწარმეო საზოგადოებასა და პარტნიორებს შორის შეთანხმებით წილის გამოსყიდვის ვადა შეიძლება გაიზარდოს წილის გამოსასყიდი ფასის დადგენიდან არაუმეტეს 3 თვისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 74შემდეგი მუხლი 76

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პარტნიორთა დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილის შეფასების დავები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერის გამოსვლის ფასის (exit price) განსაზღვრასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 72მუხლი 76

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 79სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე
  • 74სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა
  • 36საერთო კრება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა
  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება
  • 309¹²დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 27შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 48გამოსყიდვა შერწყმისას
  • 30ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 39კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 152იურიდიული პირის რეორგანიზაცია

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 88გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27309²⁶309³¹309¹²15248303972767974368875
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…საინვესტიციო ფონდების …რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026