საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 85. დისციპლინური გადაცდომები

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ირაკლი ღლონტილიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაია

1.მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2.დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.

3.დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან გათავისუფლების აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარო მოხელის გათავისუფლების აქტების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხელის ქცევის ერთობლიობამ ობიექტურად შელახა დაწესებულების რეპუტაცია და გათავისუფლება თანაზომიერი დისციპლინური ღონისძიება იყო. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა თავისთავად არ იწვევს სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ განკარგულების, კონკურსის დებულებისა და შედეგების ბათილობა

    დავა შეეხებოდა ონის რაიონის გამგებლის განკარგულების, საკონკურსო დებულებისა და კონკურსის შედეგების ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს საკრებულო ნიშნავს. გამგებლის მიერ გამოცემული განკარგულება არაუფლებამოსილი ორგანოს აქტად იქნა მიჩნეული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საყვედურისა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელისთვის საყვედურის გამოცხადებას, მის გათავისუფლებას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შვებულებისას მოხელე ინარჩუნებს სტატუსსა და თანმდევ ვალდებულებებს, თუმცა მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თანაზომიერი უნდა იყოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარი თავისთავად არ წარმოადგენს სიძულვილის ენას და მერიას გათავისუფლების აუცილებლობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია. მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც გათავისუფლების ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და მერიას ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • დაუშვებლობა (T5)

    დისციპლინური წარმოების მასალებისა და მოხელეთა გათავისუფლების აქტების ბათილობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამი საჯარო მოხელის დისციპლინური წესით გათავისუფლებას, მათ აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლებამდე მძიმე დისციპლინური გადაცდომა უტყუარად უნდა დადგინდეს, ხოლო სახდელის შერჩევა თანაზომიერად და სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითი გარემოებები სრულყოფილად არ გამოიკვლია და გასაჩივრებული ბრძანებები სათანადოდ არ დაასაბუთა. მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც გათავისუფლების ბრძანებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაუქმდა და მერიას ახალი აქტების გამოცემა დაევალა.

  • დაუშვებლობა (T5)

    გათავისუფლების აქტების ბათილობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური და დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანი

    დავა შეეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლების კანონიერებას, თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლება მძიმე დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს და მსუბუქი ზომის გამოყენება არამიზანშეწონილი უნდა იყოს. პალატის შეფასებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დისკრიმინაციის ვარაუდის წარმოშობისთვის საკმარისი ფაქტები და მტკიცებულებები. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მოხელისათვის საყვედურის შეფარდებისა და დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე პირის აცილებაზე უარის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა

    საქმე ეხება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებებს მოხელისათვის საყვედურის შეფარდებისა და დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე პირის აცილებაზე უარის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერიამ პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა. საყვედურის შესახებ ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მერიისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება სასამართლომ მართებულად მიიჩნია. მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო აცილებაზე უარის ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. 2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. 3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო  დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³11¹⁹11²¹75¹592 (და…4¹ (დ…9756138207085
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შინაგან სა…სააღსრულებო წარმოებათა…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა