ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაიადავით ელისაბედაშვილი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტომოტოტრანსპორტი _ ყველა სახეობის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით გამოსაყენებლად შემოტანილის ჩათვლით; ბ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი _ ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას; გ) დაზარალებული _ პირი, რომელიც მიიჩნევა დაზარალებულად საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, ასევე მისი მემკვიდრე და უფლებამონაცვლე. დ) ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემა – მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის (დაზღვეულისათვის), პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაზღვევო რისკის ცვლილების შესაბამისად სადაზღვევო შესატანის ოდენობის გაზრდა-შემცირება. ე) სადაზღვევო შემთხვევა – საავტომობილო გზაზე ავტომოტოტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ვ) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით წინასწარი გამოძიებისათვის გათვალისწინებულ ვადაში დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტი; ზ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტი – ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც არ გააჩნია ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება: ზ.ა) საქართველოში ტრანზიტით შემოსული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელმაც საზღვრის გადმოკვეთიდან 12 საათში ვერ უზრუნველყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება; ზ.ბ) ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაუვიდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ვადა, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა; ზ.გ) გასხვისებული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც შეუწყდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა; თ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტი – მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომოტოტრანსპორტი; ი) პრევენციული ღონისძიებები – სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სადაზღვევო შემთხვევათა შესამცირებლად; დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა და მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა, სპეციალისტთა მომზადება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა და სოციალურ ან მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ღონისძიებები; კ) დაუძლეველი ძალა – საომარი მოქმედებები, სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, მეხი, ქარიშხალი), ხანძარი და აფეთქება. საქართველოს 1999 წლის 25 ივნის ის კანონი № 2193 - სსმ I,  № 29 ( 36 ), 1 0 .0 7 .1999 წ., მუხ.1 54 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3059 - სსმ I,  № 29 , 1 8 .0 9 . 2003 წ., მუხ. 219

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-290-612-092009-07-2824
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა დაუზღვეველი ავტომობილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისთვის ბიუროს მიერ გაცემული თანხა მფლობელს რეგრესით დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობის წი

    საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბიურო დაუზღვეველი ავტომობილით მიყენებული ზიანისთვის გაცემული 3750 ლარის მძღოლისგან რეგრესის წესით ანაზღაურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მძღოლი ავტომობილის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნია, მაგრამ განმარტა, რომ რეგრესული მოთხოვნა სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობების არსებობას საჭიროებდა. სასამართლოს შეფასებით, დადგენილ გარემოებებში მძღოლს ბრალი არ მიუძღოდა და არც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით პასუხისმგებლობის პირობები არსებობდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით ახალი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ას-311-970-032003-11-0728
    საკასაციო არსებითი (T2)

    ათავისუფლებს თუ არა მძღოლისათვის მართვის უფლების ჩამორთმევა მზღვეველს დაზარალებულის წინაშე პასუხისმგებლობისაგან ამ საქმეში დადგენილ გარემოებებში?

    დავა ეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა გამო სადაზღვევო თანხისა და ვადაგადაცილებისათვის დამატებითი თანხის მოთხოვნას. სადავო იყო, ათავისუფლებდა თუ არა მზღვეველს პასუხისმგებლობისაგან მძღოლის მიერ ავტომანქანის სავარაუდოდ უნებართვოდ და მართვის უფლების გარეშე გამოყენება. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილ გარემოებებში დაზარალებულებს ზიანი მზღვეველმა უნდა აუნაზღაუროს, რომელსაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგრესის უფლება აქვს. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-220-905-032003-10-3016
    საკასაციო არსებითი (T2)

    პასუხობს თუ არა დაზღვეული ავტომანქანის მფლობელი იმ ზიანისთვის, რომელიც დადგა მის მიერ სხვა პირისთვის სამართავად გადაცემული ავტომანქანის ექსპლუატაციისას?

    გარდაცვლილი ქვეითების შვილებმა სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვეს სადაზღვევო თანხა, ვადაგადაცილების თანხა და მორალური ზიანის ანაზღაურება. დავა შეეხებოდა დაზღვეული ავტომანქანის სხვა პირის მიერ მართვისა და სადაზღვევო პოლისის ნაკლოვანების გავლენას მზღვეველის პასუხისმგებლობაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილ გარემოებებში ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობა და დაზარალებული მესამე პირის წინაშე მზღვეველის ვალდებულება შენარჩუნდა; პოლისის შევსებისას მზღვეველის მიერ დაშვებული დარღვევა მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-104-797-032003-09-1919
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა სავალდებულო დაზღვევის მზღვეველის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ დაზღვეული მფლობელის მიერ ავტომანქანის უშუალოდ მართვის შემთხვევით?

    დაზარალებული სადაზღვევო კომპანიისაგან ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და ვადაგადაცილებისათვის თანხის დარიცხვას მოითხოვდა. დავა შეეხებოდა მზღვეველის პასუხისმგებლობას, როდესაც ავტომანქანას დაზღვეული მფლობელის ნაცვლად სხვა პირი მართავდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სავალდებულო დაზღვევა იცავს დაზარალებული მესამე პირის ინტერესს და სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეზღუდა მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მფლობელის მიერ ავტომანქანის მართვის შემთხვევით. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობისა და განჩინების დაუსაბუთებლობის გამო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №3კ-310-032003-03-0510
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვრცელდებოდა თუ არა მოცემული სავალდებულო დაზღვევა საქართველოს ფარგლებს გარეთ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე?

    დავა შეეხებოდა სომხეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული პირისათვის სავალდებულო დაზღვევით თანხის გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად უნდა დამდგარიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლისის ტერიტორიული შეზღუდვა კანონს შეესაბამებოდა და უცხოეთში მომხდარი შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. სსსკ 411-ის საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • №2572000-12-2723
    საკასაციო არსებითი (T2)

    აქცევს თუ არა სადაზღვევო პოლისის ფლობა დაზარალებულს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელად?

    რ. ჭ-მა სადაზღვევო კომპანიისგან შვილის დაღუპვის გამო სადაზღვევო თანხისა და ვადაგადაცილების საურავის გადახდა მოითხოვა. დავა შეეხებოდა იმას, ვრცელდებოდა თუ არა დაზარალებულზე ავტომოტოტრანსპორტის მფლობელისთვის დადგენილი შვიდდღიანი შეტყობინების ვალდებულება და იყო თუ არა მოთხოვნა ხანდაზმული. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლისის ფლობა დაზარალებულს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელად არ აქცევდა, ხოლო შვიდდღიანი ვალდებულება მხოლოდ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეხებოდა. სასამართლომ მოთხოვნა სამწლიანი ვადის ფარგლებში მიიჩნია და საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობით სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სსსკ 410-ე მუხლის საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 18 სექ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11223253 (და…223132
მითითებამნიშვნელობით ახლოსავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ტერიტორიაზ…საავტომობილო ტრანსპორტ…ტრანსპორტის სფეროს მარ…საგზაო მოძრაობის შესახ…ამნისტიისა და არადეკლა…