1.დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.
2.ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.
3.ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.
4.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.
5.საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საკასაციო პალატამ შეაფასა ჩხრეკის კანონიერება, მტკიცებულებათა საკმარისობა და დაზარალებულთან შერიგების საკითხი. მან მსჯავრი ძალაში დატოვა, თუმცა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთა შეამცირა, ხოლო ამნისტიის საფუძველზე ერთი დანაშაულისათვის დანიშნული ჯარიმა გაანახევრა. საბოლოოდ მსჯავრდებულს მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 4500 ლარის ჯარიმა.
საკასაციო პალატამ განიხილა, სათანადოდ გამოიკვლიეს თუ არა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ამოღებული ნივთებისა და თითის კვალის სანდოობა და დასაშვებობა. პალატამ დაადგინა, რომ ნივთების დალუქვისა და შემდგომი გამოყენების გარემოებები გაურკვეველი დარჩა. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.
საკასაციო პალატამ ყაჩაღობისთვის ორივე მსჯავრდებულის მსჯავრდება ძალაში დატოვა და მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისად მიიჩნია. ამასთან, ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენიდან ამორიცხა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული მსჯავრი, რადგან სასამართლო განხილვა მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში იყო დასაშვები, რომლითაც პირი სამართალში მისცეს. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელები უცვლელი დარჩა: ერთ მსჯავრდებულს ცხრა წლით, მეორეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეაფასა, ამართლებდა თუ არა გამოძიების ხარვეზები საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. პალატის თანახმად, სასამართლოს თავად შეეძლო მოწმეთა დაკითხვა, სათანადო ექსპერტიზის ჩატარება და ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის შემოწმება. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადაეცა; სასჯელი ამ განჩინებით არ დანიშნულა.
საკასაციო პალატამ შეაფასა ფაქტობრივად დაკავებულ პირთა უფლებების დარღვევა, ჩხრეკის კანონიერება და საბაჟო ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან საბაჟო წესის დარღვევის ეპიზოდში ბრალდება მოხსნა და საქმე შეწყვიტა, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნაწილში მსჯავრი ძალაში დატოვა. გემის კაპიტანს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, ხოლო დანარჩენ ოთხ მსჯავრდებულს თითოეულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმე ეხებოდა არაუფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და საპროცესო დარღვევებით ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგების დასაშვებობას. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ძირითადი მტკიცებულებები არსებითი საპროცესო დარღვევებით იყო მოპოვებული, ხოლო სხვა მტკიცებულებები ბრალეულობის დასადგენად საკმარისი არ იყო. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.5. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
102-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა გამომძიებლის ან პროკურორის ვალდებულება, მოქმედებამდე განუმარტოს მითითებულ პირებს დამსწრის მოწვევის უფლება.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
102-ე მუხლის პირველი ნაწილი დამსწრის მოწვევას უკავშირებს ჩხრეკას, ამოღებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ხოლო მე-2 ნაწილი ცვლის „არანაკლებ 2 დამსწრის“ წესს და ამატებს მოწვევის ვადას (არანაკლებ ერთი საათი), შეზღუდვებს, დამსწრის გარეშე ჩატარების პირობებსა და განმარტების ვალდებულებას.