საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გიორგი ფანცულაიადავით ელისაბედაშვილინესტან ანანიძე

1.ქონებაზე ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.

2.მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად.

3.თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №194-დად2002-09-2525
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო საფუძველი

    უზენაესმა სასამართლომ შეაფასა ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო საფუძვლები და ქონების მესაკუთრის მონაწილეობის უფლება. პალატამ დაადგინა, რომ მოსამართლის ბრძანება საპროცესო დარღვევებით იყო მიღებული, ხოლო შუამდგომლობის აღძვრის სათანადო საფუძველი საქმის მასალებიდან არ ჩანდა. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ყადაღის ბრძანება გაუქმდა და გამომძიებლის შუამდგომლობა ამ ეტაპზე განუხილველად დარჩა.

  • №35აპ2001-05-0813
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელი

    საკასაციო პალატამ განიხილა, იყო თუ არა დასაბუთებული მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე იმ თანხის დაკისრება, რომელიც აღემატებოდა განაჩენით დადგენილ მითვისებულ თანხას. პალატამ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი გააუქმა და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად დააბრუნა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა: საბოლოოდ შენარჩუნდა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ორი წლით პირობით იყო ჩათვლილი, და მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის უფლების ორი წლით ჩამორთმევა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ქონებაზე ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე. 2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად. 3. თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    194-ე მუხლის პირველ ნაწილში ბრძანების ასლის მიმღებთა წრიდან ამოღებულია მომკვლევი, ხოლო „ქონებას“ ჩანაცვლდა „ქონებაზე“-ით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5663¹40356¹⁰356⁴19537¹15715115624173 (დ…41 (დ…43 (დ…194
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…მიმდინარე კონტროლის პრ…