საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 242. გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიასალომე კობერიძელექსო სვიმონიშვილი

1.ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება; ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).

2.ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.

3.ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.

4.საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.

5.საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

7.განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან.

8.სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.

  • №2/3/182,185,19129.01.2003გადაწყვეტილება(1)
    კონსტიტუციურად ცნობილია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 29.01.2003საქმის გადასინჯვის საფუძველი§152§153§157
სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 129

ყველა გადაწყვეტილება
  • №292საზ2007-10-1018
    საკასაციო არსებითი (T2)

    გამოძიების შეწყვეტის დადგენილების გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა დაზარალებულის საჩივარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დადგენილება საბოლოოა, ხოლო საჩივარში კანონით გათვალისწინებული გადასინჯვის საფუძვლები მითითებული არ იყო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №178-დად2005-07-1942
    საკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობის ფაქტზე გამოძიების განახლება

    საქმე ეხებოდა თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველსა და გამოძიების სრულყოფილებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი გამოძიებით არ დადგენილა საქმის შეწყვეტის შერჩეული საფუძვლის გამამართლებელი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება და აუცილებელი იყო წარმომადგენლობისა და შესაძლო მოტყუების გარემოებების შემოწმება. პალატამ გააუქმა საქმის შეწყვეტისა და მისი ძალაში დატოვების დადგენილებები და მასალები წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გენერალურ პროკურატურას გადასცა; საბოლოო სასჯელი არ დაუნიშნავს.

  • №298-დად2005-07-1921
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის სასამართლო კონტროლი

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის სხეულის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის კანონიერება. პალატამ დაასკვნა, რომ გამომძიებელმა მასალები ცალმხრივად შეამოწმა და ყველა შესაძლო ფაქტობრივი გარემოება არ გამოიკვლია. პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დადგენილება, რომლითაც საქმის აღძვრაზე უარი გაუქმდა და მასალები გენერალურ პროკურორს გადაეგზავნა.

  • №148-დად2005-06-2124
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა, ჰქონდა თუ არა მომჩივანს ნოტარიუსის მიმართ ცალკე გამოყოფილ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გასაჩივრების უფლება. პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივანი ამ საქმეში მხარე არ იყო და გამოძიებაც მისი განცხადებით არ დაწყებულა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.

  • №164-დად2005-06-1654
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სასამართლო კონტროლი

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა მთავარი არქიტექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გაუქმების საფუძველი ავტოგასამართ სადგურზე მეწყერის ჩამოწოლის საქმეში. პალატამ დაადგინა, რომ არქიტექტორმა მხოლოდ ობიექტის არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის ცვლილება შეათანხმა, არ ევალებოდა მშენებლობის კონტროლი და მისი მოქმედება დამდგარ შედეგთან მიზეზობრივ კავშირში არ იყო. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე კერძო საკასაციო საჩივარი, გააუქმა რაიონული სასამართლოს დადგენილება და ძალაში დატოვა საქმისა და დევნის შეწყვეტა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №250-დად2005-06-0915
    საკასაციო არსებითი (T2)

    მოწმეების დამატებითი დაკითხვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, ექვემდებარებოდა თუ არა სასამართლოში გასაჩივრებას მოწმეების დამატებით დაკითხვაზე გამომძიებლისა და პროკურორის უარი. პალატის დასკვნით, მოქმედი საპროცესო კოდექსის თანახმად, ასეთი უარი სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა; წარმოდგენილ ტექსტში სასჯელი განსაზღვრული არ არის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება; ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი). 2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს. 3. ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს. 4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში. 5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. 8. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    242-ე მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომელიც სასამართლოს აძლევს უფლებას საჩივრები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს და ზეპირი მოსმენისას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ავალდებულებს მოსამართლეს.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    242-ე მუხლის პირველ ნაწილში გასაჩივრების საფუძველი ახლა უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შეერთებით ჩამოყალიბდა და „ბ“ ქვეპუნქტს 73-ე მუხლის მითითება დაემატა.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    242-ე მუხლის პირველ პუნქტში სასამართლოში გასაჩივრებადი დადგენილებების ჩამონათვალი ორ ქვეპუნქტამდე შემცირდა, მე-3 პუნქტიდან ამოღებულია მომკვლევი, ხოლო მე-5 პუნქტში მოსამართლის უფლებამოსილება ახლებურად განისაზღვრა.

  4. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    242-ე მუხლის მე-6 ნაწილით მე-5 ნაწილის დადგენილების გასაჩივრების ინსტანცია გახდა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის ნაცვლად; 10 და 15 დღის ვადები უცვლელია.

  5. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2001

    242-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის დადგენილების გასაჩივრების შესახებ; მე-3 ნაწილიდან ამოღებულია 239-ე მუხლის ვადის გასვლისა და პროკურორის უპასუხობის პირობა.

  6. მე-4 ნაწილში დაწესდა საჩივრის სასამართლოში განხილვის 15-დღიანი ვადა; მე-6 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა — დადგენილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე, ხოლო საკასაციო პალატა საჩივარს 15 დღეში განიხილავს.

  7. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    242-ე მუხლში სასამართლოში გასაჩივრებადი დადგენილებების ნუსხიდან ამოღებულია ქონებაზე ყადაღის დადგენილება და დარჩა მხოლოდ აღძვრაზე უარისა და საქმის შეწყვეტის დადგენილება. მე-5 ნაწილი ამ ცვლილებას მიესადაგა, ხოლო ახალი მე-6 ნაწილით მოსამართლის დადგენილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში.

  8. 242-ე მუხლი გადაკეთდა: პირველ პუნქტში პირდაპირ ჩამოყალიბდა სასამართლოში გასაჩივრებადი მოქმედებები და გადაწყვეტილებები; მე-4 და ყოფილი მე-6 პუნქტები ამოღებულია, მუხლი გადანომრილია, ხოლო ბოლო პუნქტში განმცხადებელი ბაჟისგან თავისუფლდება უპირობოდ.

  9. ძველი მე-8 პუნქტის (სრული ან ნაწილობრივი უარყოფა, მოქმედების იურიდიული მნიშვნელობის არმქონედ და მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა) და სააპელაციო გასაჩივრების ძველი ტექსტის ნაცვლად მოქმედებს ახალი მე-7 პუნქტი. იგი განსაზღვრავს დადგენილების შინაარსს: ყადაღის, საქმის აღძვრაზე უარის და საქმის შეწყვეტის დადგენილებათა გაუქმებას და პროკურორისთვის მასალების ან საქმის გაგზავნას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43280363²⁴363⁶2439995661065649605488242
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო შესყიდვების შეს…პოლიციის შესახებ