1.სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იმ პირის ექსტრადიცია, რომლის მიმართაც მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან თუ მას მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ.
2.ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.
3.მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
4.თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5.თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.
6.თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.
7.ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
საქმე ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით პირის ექსტრადიციის კანონიერებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის შესახებ დადგენილება შეესაბამებოდა გამოყენებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და საქმეში არ არსებობდა ექსტრადიციაზე უარის საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი
საკასაციო პალატამ განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული ბრალდებულის საჩივარი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. პალატამ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამებოდა ექსტრადიციის სამართლებრივ მოთხოვნებს და საქმეში არ მოიპოვებოდა უარის თქმის საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით გადაცემის შესახებ დადგენილება უცვლელად დარჩა; სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.
საქმე ეხებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით მოთხოვნილი პირის ექსტრადიციას და დაცვის მხარის მტკიცებას პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ იყო ექსტრადიციაზე უარის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება და ექსტრადიციის შესახებ დადგენილება კანონიერ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაცემის შესახებ დადგენილება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით პირის ექსტრადიციის შესახებ დადგენილების კანონიერება. პალატის შეფასებით, წარმოდგენილ მასალებში არ იყო ექსტრადიციაზე უარის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო დადგენილება შეესაბამებოდა მოქმედ მოთხოვნებს. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის შესახებ დადგენილება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და დაასკვნა, რომ საქმეში არ არსებობდა ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. პალატამ კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით პირის გადაცემის შესახებ. განჩინებით სასჯელი არ დანიშნულა.
საკასაციო პალატამ განიხილა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალდებულის ექსტრადიციის კანონიერება, მათ შორის სიკვდილით დასჯის შესაძლო გამოყენების საკითხი. პალატამ დაეყრდნო ერთობლივ დეკლარაციასა და საქმის მასალებს, რომელთა თანახმად, ამ საქმეში წაყენებული ბრალდებებისთვის სიკვდილით დასჯა არ გამოიყენებოდა. კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იმ პირის ექსტრადიცია, რომლის მიმართაც მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან თუ მას მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ.2. ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.3. მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.4. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.5. თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №99 · ძალაშია 15 მარ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006
256-ე მუხლის პირველ ნაწილში ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი ახლა არის პირის მიმართ მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესი ან ამ ქვეყნის სასამართლოს მსჯავრი; მოქალაქეობის კრიტერიუმი და ტერიტორიაზე/ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფორმულირებანი ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 5 სექ. 2003
256-ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-5–მე-7 ნაწილებში ტერმინი „გადაცემა“ შეიცვალა „ექსტრადიციით“; მოთხოვნის, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსა და გადავადების წესი არსებითად იგივეა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…