საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

ირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაიამზია კიკვაძე

დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება: ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ; ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება; გ) განაცხადოს აცილება; დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში; ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში; თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი; ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე; მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები; რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება; ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე; უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №49I2004-12-0911
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაზარალებულის საპროცესო უფლებები წინასწარ გამოძიებაში

    საკასაციო პალატამ განიხილა, გამართლებული იყო თუ არა საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება დაზარალებულის საპროცესო უფლებების დარღვევის გამო. პალატამ მიიჩნია, რომ დარღვევამ ხელი შეუშალა საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამორკვევას. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №344992003-11-1316
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაზარალებულის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის ყოლის უფლება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიზღუდა თუ არა დაზარალებულის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის ყოლის უფლება, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სხდომა არ გადადო. პალატამ დარღვევა დაადგინა, კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება გააუქმა. საქმე ხელახლა სააპელაციო წესით განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადაეცა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №137-დად2003-07-2215
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გასაჩივრება

    საქმე ეხება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის გამო საჩივრების განხილვისას დაშვებულ საპროცესო დარღვევებს. მოწოდებული ტექსტის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს ორი დადგენილება გააუქმა და საჩივრები იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. სარეზოლუციო ნაწილით პალატამ მოსამართლეთა მიერ დაშვებულ დარღვევებზე რეაგირებისათვის კერძო განჩინება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგინა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №333132000-03-0817
    კერძო საჩივარი (T4)

    დაზარალებულის მონაწილეობა სამართალში მიცემის სტადიაზე

    საქმე ეხებოდა დაზარალებულის მონაწილეობის გარეშე მიღებულ განჩინებას, რომლითაც ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. საკასაციო პალატამ გააუქმა საქმის შეწყვეტის განჩინება და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №4დად2000-03-0816
    კერძო საჩივარი (T4)

    დაზარალებულის მონაწილეობა სამართალში მიცემის სტადიაზე

    უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის განჩინება, რომლითაც ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად. ბრალდების სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის სასჯელი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება: ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ; ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება; გ) განაცხადოს აცილება; დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში; ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში; თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი; ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე; მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები; რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება; ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე; უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    69-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში დაზარალებულის გაცნობის უფლება მიბმულია საქმის სასამართლოში გადაგზავნაზე და ეხება საქმის მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    „ზ“ ქვეპუნქტში გასაჩივრების ობიექტებიდან მომკვლევი და მოკვლევის ორგანო ამოღებულია; „ო“ ქვეპუნქტში უფასო ასლების უფლება ახლა ეხება დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დადგენილებას (განჩინებას) და უკავშირდება სისხლის სამართლის პროცესის ენას.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    69-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში დაზარალებული საჩივრის უარყოფისას ზემდგომ პროკურორს ასაჩივრებს, სასამართლოში კი მხოლოდ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში; „კ“ ქვეპუნქტში ასლების გადაღება თავისი ხარჯით ხდება.

  4. 69-ე მუხლში „ნ“ ქვეპუნქტის გასაჩივრების საფუძვლებიდან რევიზიის წესი ამოღებულია და მითითებულია ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები, „ჟ“ ქვეპუნქტში სარევიზიო ინსტანცია ამოღებულია, ხოლო „ფ“ ქვეპუნქტში დაცვის ღონისძიებებს ახლა პროცესის მწარმოებელ პირს ეთხოვება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41725383317129575621725109469
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსი