საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 83. დამცველის მოწვევისა და შეცვლის შესახებ მოთხოვნათა გადაწყვეტა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.

2.თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.

3.გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.

4.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.

5.თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე.

6.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.

7.დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).

8.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/3/182,185,19129.01.2003გადაწყვეტილება(5, ფრაზა „უფლება აქვს“, 2, 5, გარდა ფრაზისა „უფლება აქვს“)
    ტექსტი ძალადაკარგულია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 29.01.2003საქმის გადასინჯვის საფუძველი§156§157
  • №2/7/19120.06.2002საოქმო ჩანაწერი(2 და 5)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოქალაქე რევაზ ჯიმშერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • №1212აპ2009-02-1328
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაცვის უფლება

    საკასაციო პალატამ განიხილა, ჰქონდა თუ არა ახლად ჩართულ დამცველს საქმის მასალების გასაცნობად გონივრული ვადა. პალატამ დაადგინა, რომ დამცველის პროცესში ჩართვის შემდეგ ამ შესაძლებლობის უარყოფამ დაცვის უფლება არსებითად დაარღვია. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ორივე მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ახალი განხილვისათვის გადაეგზავნა.

  • №946აპ2007-05-0129
    საკასაციო არსებითი (T2)

    საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადატანის მცდელობა

    საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ძვირფასი სამკაულების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის მცდელობა და ძალაში დატოვა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. პალატამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემოღებულ სასჯელს დანაშაულის საგნის ჩამორთმევის სახით ამ შემთხვევაში უკუქცევითი ძალა არ ჰქონდა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამკაულები მესაკუთრეს დაუბრუნდა.

  • №56-კოლ2007-01-2342
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენება

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის უფლების, მტკიცებულებების შეფასებისა და მსჯავრდებულთათვის უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენების საკითხები. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა ზედმეტად წარდგენილი ბრალდებები მოხსნა და ცალკეული ქმედებები გადააკვალიფიცირა. საბოლოო სასჯელები უცვლელად დარჩა: ორი მსჯავრდებულისთვის შესაბამისად 20 და 18 წლით, ხოლო მესამე მსჯავრდებულისთვის, პატიმრობაში გატარებული დროის ჩათვლით, 9 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №102-აპ2006-03-3066
    საკასაციო არსებითი (T2)

    არჩეული და დანიშნული დამცველის შეცვლა

    საკასაციო პალატამ შეაფასა დაცვის უფლების, სასამართლოს შემადგენლობისა და მტკიცებულებათა შეფასების შესახებ საჩივრები, აგრეთვე სასჯელების სიმკაცრე. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. ოთხი მსჯავრდებულის საბოლოო სასჯელები დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ჩვიდმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა.

  • №44I2005-11-2217
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება

    საქმე შეეხებოდა პროკურორის შუამდგომლობით უფრო მძიმე ბრალდების წარსადგენად საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნებას და დაცვის უფლების დაცვას. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დაბრუნების საფუძველია თავად პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილების დამატებით დასაბუთება არ ევალება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №47I2004-11-0229
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაუშვებელი მტკიცებულების საქმიდან ამოღება

    საკასაციო პალატამ განიხილა დამატებითი გამოძიებისთვის საქმის დაბრუნების, დაცვის უფლების დარღვევისა და პატიმრობის კანონიერების საკითხები. მან ორივე კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და დამატებითი გამოძიების შესახებ განჩინება უცვლელად დატოვა. ამასთან, პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო ბრალდებულს პატიმრობა გაუუქმა და გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად. 2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი. 3. გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. 4. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება. 5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე. 6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე. 7. დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება). 8. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 თებ. 2003 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    83-ე მუხლის მე-5 ნაწილში საგამოძიებო მოქმედების გადადების ვადა 10 დღიდან გონივრულ ვადამდე შეიცვალა, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. სავალდებულო დაცვისას იწვევენ სხვა დამცველს, სხვა შემთხვევაში მოქმედება დამცველის გარეშე ტარდება.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    მე-7 ნაწილის აკრძალვა და უარის დადგენილება ახლა ახალი დამცველის მოწვევასაც მოიცავს; დაემატა 8-ე ნაწილი დამცველთა რაოდენობის შეზღუდვის შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-5 პუნქტში „სისხლის სამართლის საქმეში“ შეიცვალა „სისხლის სამართლის პროცესში“-ით. მე-7 პუნქტში დამცველის შეცვლაზე უარის თქმისას მოტივირებულ დადგენილებას ახლა გამომძიებელი პროკურორის თანხმობით გამოიტანს, მომკვლევი კი ამ წინადადებიდან ამოღებულია.

  4. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    83-ე მუხლში დანიშვნით დამცველის გამოძახების საფუძველი ახლა უარი ან ვადაში გამოუცხადებლობაა, ხოლო სასამართლოში იმავე შემთხვევაში მოსამართლე დადგენილებას (განჩინებას) გამოიტანს.

  5. 83-ე მუხლის მე-5 ნაწილში დამცველის ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო მონაწილეობის შეუძლებლობისას 10 დღემდე გადადება პროცესის მწარმოებელი ორგანოს ვალდებულებაა და არა უფლება.

  6. 83-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა და მითითება „გვ. 7“.

  7. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაკავებულისთვის დამცველის შესარჩევი 3-საათიანი ვადა და დანიშვნის შეთავაზების ვალდებულება ახლებურად განისაზღვრა; მე-3 პუნქტში ტერმინოლოგია შეიცვალა, მე-5 პუნქტში გადადების ვადა 2 კვირიდან 10 დღემდე შემცირდა, ხოლო დაემატა მე-7 პუნქტი დამცველის შეცვლის შეზღუდვისა და გასაჩივრების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15²814017444391221284795344883
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ეროვნული მარეგულირებელ…ხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო დაცვის შე…არასრულწლოვანთა მართლმ…