Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 84

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 84. დამცველის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვაცილისწამება და რეპუტაციამსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივისხეულის დაზიანება და ცემაეთიკა და ანტიკორუფციამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45

1.დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.

2.დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.

3.დამცველს უფლება აქვს: ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი; ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას; დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში; ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას; ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს; ზ) სასამართლოს მიმართოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით; თ) განაცხადოს აცილება; ი) განაცხადოს შუამდგომლობა; კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს; ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას; მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო საჩივრის უარყოფისას ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას; ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას; ო) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები; რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს); ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი; ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში; უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის; ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

3¹.თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.

4.დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.

5.თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 თავი XII სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება. 2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ. 3. დამცველს უფლება აქვს: ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი; ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას; დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში; ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას; ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს; ზ) სასამართლოს მიმართოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით; თ) განაცხადოს აცილება; ი) განაცხადოს შუამდგომლობა; კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს; ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას; მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო საჩივრის უარყოფისას ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას; ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას; ო) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები; რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს); ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი; ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში; უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის; ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 3 1 . თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე. 4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში. 5. თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 თავი XII სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 დეკ. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 იან. 2007· გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    84-ე მუხლის 3¹ ნაწილში დამცველისთვის უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე ახლა ეხება ნებისმიერ ბრალდებულს, ვინც თავს არიდებს გამოცხადებას, და მითითებულია მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი „ქ“-ს ნაცვლად.

  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    მე-5 პუნქტის წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა („თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება“), ხოლო დანიშვნით დამცველის მოწვევის უფლების სუბიექტად „პროცესის მწარმოებელი ორგანოს“ ნაცვლად დასახელდა გამომძიებელი და პროკურორი.

  3. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    84-ე მუხლის მე-3 ნაწილში დამცველის უფლებათა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაზუსტდა საჩივრის გასაჩივრების წესი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სასამართლოში მონაწილეობა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის საჩივრებზეც და ტერმინები „განსასჯელი“, „პროცესის მწარმოებელი ორგანო“.

  4. 12 იან. 2006· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    84-ე მუხლის 3¹ ნაწილში თავს არიდებული ბრალდებულების წრეში ქურდული სამყაროს წევრი დაემატა.

  5. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტში დამცველის მიერ საქმის მასალის გაცნობის მომენტად განისაზღვრა საბრალდებო დასკვნით საქმის სასამართლოში გადაგზავნა, ობიექტად კი საქმის მთელი მასალის ასლი და ნივთიერი მტკიცებულებები.

  6. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    84-ე მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის ორგანოს მითითებები, გასაჩივრება პირველ ინსტანციაში გადადის, ხოლო „პ“ და „ს“ ქვეპუნქტები მოიცავს დევნის ან წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

  7. 27 დეკ. 2005

    84-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტში პროკურორთან გასაჩივრდება გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო სასამართლოში — 242-ე მუხლის წესით, ერთჯერადად, მხოლოდ გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება.

  8. 15 მაი. 2005· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    84-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში დამცველი პროკურორის ჩათვლით ყველა მოქმედებას უარყოფილი საჩივრის შემდეგ ზემდგომ პროკურორთან ასაჩივრებს, სასამართლოში გასაჩივრების მითითება კი ამოღებულია.

  9. 27 აგვ. 2004

    84-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში დამცველის გასაცნობი მასალების ჩამონათვალი შეიცვალა: ახლა ესაა ახსნა-განმარტება, ჩვენება, ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილება და დაკავების ოქმი.

  10. 23 ივლ. 2004· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    84-ე მუხლის 3¹ ნაწილი რეკეტირზეც გავრცელდა.

  11. 23 მარ. 2004· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    84-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი, რომლის მიხედვით თავის ამრიდებელი თანამდებობის პირის დამცველს მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე ეძლევა.

  12. 1 იან. 2002· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2001

    84-ე მუხლში „ქ“ ქვეპუნქტად ჩამოყალიბდა უფლება, ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ პირმა გაეცნოს საქმის ყველა მასალას; სხვა უფლებების განხორციელების დათქმა გადავიდა „ღ“ ქვეპუნქტში.

  13. 31 მარ. 2001

    84-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტში დამცველის მიერ მისაღები სასამართლო აქტების ასლებიდან ამოღებულია საზედამხედველო ინსტანცია და დარჩა სააპელაციო და საკასაციო.

  14. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    84-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტში უკანონო მოქმედებები დამცველის შეფასებას დაუკავშირდა („მისი აზრით“).

  15. 1 ივნ. 1999

    84-ე მუხლის მე-3 ნაწილში „კ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა, რითაც შეიცვალა დამცველის მასალებთან გაცნობის მომენტები და სასამართლოში საჩივრების განხილვაზე გამოსვლის ფორმულირება; ასევე დაემატა მე-5 ნაწილი დამცველის დანიშვნით მოწვევის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 83შემდეგი მუხლი 85

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებისას9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუქარა (მუხლი 151) - ადვოკატი საქართველოში9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მამხილებლის დაცვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ცრუ დასმენა (მუხლი 373) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 15 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2007
  • 19 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 44ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა
  • 38ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი # # # # # # # # # # #
  • 39ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება

ადვოკატთა შესახებ

  • 4ადვოკატის უფლებები
  • 6კლიენტის ინტერესების დაცვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 31საპროცესო უფლებები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მცველის უფლება-მოვალეობანი
  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

პენიტენციური კოდექსი

  • 95იურიდიული დახმარება
  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 15¹საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი

თავდაცვის კოდექსი

  • 173მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹4621133173443839173959484
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ადვოკატთა შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…კერძო დაცვითი საქმიანო…პენიტენციური კოდექსი