1.პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.
2.შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.
3.დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება: შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.
4.დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.
5.აღნიშნული პირის განთავსების ადგილის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს. დაკავებულისადმი ან დაპატიმრებულისადმი სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება ისჯება კანონით.
6.დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პირისპირ – შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად – შეხვდეს თავის დამცველს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისარგებლოს საკანონმდებლო მასალებითა და იურიდიული ლიტერატურით, იქონიოს ქაღალდი და საკანცელარიო საგნები საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა დოკუმენტების შესადგენად.
7.ბრალდებულთან, ეჭვმიტანილთან ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირთან დამცველის საუბრის მიყურადება, ფონოჩაწერა, ვიზუალური მეთვალყურეობა, აგრეთვე დამცველთან ამ პირის მიმოწერის შემოწმება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დარღვევით მიღებული მონაცემი საქმეზე მტკიცებულებად არ დაიშვება.
8.ექსპერტიზის, შემოწმების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშის აღებისა თუ სხვა საპროცესო მოქმედებების დროს დაუშვებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან შეურაცხყოფს მის ღირსებას.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება: შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.5. აღნიშნული პირის განთავსების ადგილის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს. დაკავებულისადმი ან დაპატიმრებულისადმი სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება ისჯება კანონით.6. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პირისპირ – შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად – შეხვდეს თავის დამცველს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისარგებლოს საკანონმდებლო მასალებითა და იურიდიული ლიტერატურით, იქონიოს ქაღალდი და საკანცელარიო საგნები საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა დოკუმენტების შესადგენად.7. ბრალდებულთან, ეჭვმიტანილთან ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირთან დამცველის საუბრის მიყურადება, ფონოჩაწერა, ვიზუალური მეთვალყურეობა, აგრეთვე დამცველთან ამ პირის მიმოწერის შემოწმება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დარღვევით მიღებული მონაცემი საქმეზე მტკიცებულებად არ დაიშვება.8. ექსპერტიზის, შემოწმების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშის აღებისა თუ სხვა საპროცესო მოქმედებების დროს დაუშვებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან შეურაცხყოფს მის ღირსებას.საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2004-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2003
136-ე მუხლში დაზუსტდა მითითება საქართველოს კანონმდებლობაზე და დაემატა არასრულწლოვნის ზოგადი განათლების მიღების უფლება.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…კონტრდაზვერვითი საქმია…ელექტრონული კომუნიკაცი…პერსონალურ მონაცემთა დ…საჯარო სამართლის იურიდ…პერსონალურ მონაცემთა დ…