1.ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.
2.თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.
3.გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.
4.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.
5.თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე.
6.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.
7.დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).
8.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.3. გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.4. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე.6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.7. დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).8. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
5 თებ. 2003 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
83-ე მუხლის მე-5 ნაწილში საგამოძიებო მოქმედების გადადების ვადა 10 დღიდან გონივრულ ვადამდე შეიცვალა, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. სავალდებულო დაცვისას იწვევენ სხვა დამცველს, სხვა შემთხვევაში მოქმედება დამცველის გარეშე ტარდება.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
მე-7 ნაწილის აკრძალვა და უარის დადგენილება ახლა ახალი დამცველის მოწვევასაც მოიცავს; დაემატა 8-ე ნაწილი დამცველთა რაოდენობის შეზღუდვის შესახებ.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
მე-5 პუნქტში „სისხლის სამართლის საქმეში“ შეიცვალა „სისხლის სამართლის პროცესში“-ით. მე-7 პუნქტში დამცველის შეცვლაზე უარის თქმისას მოტივირებულ დადგენილებას ახლა გამომძიებელი პროკურორის თანხმობით გამოიტანს, მომკვლევი კი ამ წინადადებიდან ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
83-ე მუხლში დანიშვნით დამცველის გამოძახების საფუძველი ახლა უარი ან ვადაში გამოუცხადებლობაა, ხოლო სასამართლოში იმავე შემთხვევაში მოსამართლე დადგენილებას (განჩინებას) გამოიტანს.
83-ე მუხლის მე-5 ნაწილში დამცველის ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო მონაწილეობის შეუძლებლობისას 10 დღემდე გადადება პროცესის მწარმოებელი ორგანოს ვალდებულებაა და არა უფლება.
83-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა და მითითება „გვ. 7“.
83-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაკავებულისთვის დამცველის შესარჩევი 3-საათიანი ვადა და დანიშვნის შეთავაზების ვალდებულება ახლებურად განისაზღვრა; მე-3 პუნქტში ტერმინოლოგია შეიცვალა, მე-5 პუნქტში გადადების ვადა 2 კვირიდან 10 დღემდე შემცირდა, ხოლო დაემატა მე-7 პუნქტი დამცველის შეცვლის შეზღუდვისა და გასაჩივრების შესახებ.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ეროვნული მარეგულირებელ…ხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო დაცვის შე…არასრულწლოვანთა მართლმ…